პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ქის­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თხელ დამ­დგა­რა რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი, ბევ­რჯერ მო­უ­წი­ათ ბეწ­ვის ხიდ­ზე სი­ა­რუ­ლი და...

„ქის­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თხელ დამ­დგა­რა რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი, ბევ­რჯერ მო­უ­წი­ათ ბეწ­ვის ხიდ­ზე სი­ა­რუ­ლი და ყო­ველ­თვის იცოდ­ნენ, რომ რაც არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო პატ­რი­არ­ქი მათ გვერ­დით იქ­ნე­ბო­და და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ვარ პატ­რი­არ­ქსაც ყო­ველ­თვის ეი­მე­დე­ბოდ­ნენ მის­თვის ძვირ­ფა­სი ქის­ტე­ბი“-მექა ხანგოშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, აწ გარ­დაც­ვლი პან­კი­სე­ლი უხუ­ცე­სის ხასო ხან­გოშ­ვი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი, მექა ხან­გოშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ქის­ტებ­თან პატ­რი­არ­ქის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე წერს:

“ერის­კა­ცო­ბა და ხე­ვის­ბე­რო­ბა უდი­დე­სი მი­სი­აა კავ­კა­სი­ა­ში და თუ კი ამ მძი­მე ჯვრის ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევს უფა­ლი, ჩათ­ვა­ლე, რომ მისი რჩე­უ­ლი ხარ და ეს უდი­დე­სი სა­ჩუ­ქა­რი და მად­ლია ამ ცოდ­ვილ მზის­ქვე­შეთ­ში.

როცა ტი­ტა­ნე­ბი მი­დი­ან და გვტო­ვე­ბენ, ძა­ლი­ან დიდი სი­ცა­რი­ე­ლე რჩე­ბა გულ­სა და გო­ნე­ბა­ში.

როცა მა­მამ და­ტო­ვა სამ­ყა­რო ჟურ­ნა­ლის­ტმა ია გუ­ლი­აშ­ვილ­მა და­წე­რა – “ასე მგო­ნია, ბა­ტო­ნი ხა­სოს გარ­დაც­ვა­ლე­ბით პან­კი­სის ხე­ო­ბას გული გა­უ­ჩერ­და“, – ასე­თი­ვე შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა მეც, თით­ქოს­და პატ­რი­არ­ქის გულ­თან ერ­თად სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო­საც გა­უ­ჩერ­და გული.

ყვე­ლას თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და პატ­რი­არ­ქთან და მე დღეს მინ­და დავ­წე­რო არა მხო­ლოდ პატ­რი­არ­ქთან პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, არა­მედ უწ­მინ­დე­სის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ქის­ტებ­თან, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობ­და – მის ქის­ტებ­თან… ეს სა­ო­ცა­რი ის­ტო­რი­აა, ამო­უც­ნო­ბი და გა­მო­უც­ნო­ბი სიყ­ვა­რუ­ლის სკივ­რია, ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხია, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ერებს, რჯულ­სა და სჯულ­საც კრავს და აერ­თი­ა­ნებს.

როცა პირ­ვე­ლად შევ­ხვდი ისე­თი ამო­უც­ნო­ბი შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა, ის მო­წი­წე­ბა და რიდი, რაც ისე­დაც მქონ­და მის მი­მართ გა­მი­ას­მაგ­და, მაგ­რამ პატ­რი­არ­ქმა თა­ვი­სი უშუ­ა­ლო, ზე­ა­და­მი­ა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­ალ­ღო მოკ­რძა­ლე­ბა – ყი­ნუ­ლი… და როცა მისი ჩვე­უ­ლი რი­ტუ­ა­ლი და­ი­წყო სა­ჩუქ­რე­ბის და­რი­გე­ბი­სა, ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი ბევ­რი იყო, ვერ­ცხლის სა­მა­ჯუ­რი მხო­ლოდ ერთი, მისი ინი­ცი­ა­ლე­ბით, მე უკან და­ვი­ხიე, ჩავ­თვა­ლე, ჩემ­ზე მე­ტად ქარ­თვე­ლი იმ­სა­ხუ­რებ­და ამ ჯილ­დოს, ვი­ღაც თა­მამ­მა ახალ­გაზ­რდამ ხელი გა­ი­წო­და, მაგ­რამ პატ­რი­არ­ქმა ჩვე­უ­ლი ღი­მი­ლით თქვა, – ეს ჩვენ მე­ქას, და აკან­კა­ლე­ბუ­ლი, უზო­მოდ თბი­ლი და უკვე ძა­ლი­ან მშობ­ლი­უ­რი ხე­ლე­ბით გა­მი­კე­თა ხელ­ზე…

დღეს ის ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ჯილ­დოა უამ­რავ ჯილ­დო­ებს შო­რის…

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მთის ხე­ვის­ბე­რის ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის სა­ღა­მო ტარ­დე­ბო­და და რა თქმა უნდა ჩვენ, ქის­ტე­ბიც სა­პა­ტიო ად­გილს ვი­კა­ვებ­დით ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. მახ­სოვს, როცა პატ­რი­არ­ქი მობ­რძან­და ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მამა წა­მოდ­გა ფეხ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად მისი შე­ზღუ­დუ­ლი ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა, პატ­რი­არ­ქმა გულ­ზე ხელი მი­ი­დო და უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო გა­უგ­ზავ­ნა ქის­ტებს და თა­ვის სი­ტყვა­ში სა­გან­გე­ბოდ აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს ქის­ტე­ბის დიდი ყაზ­ბე­გის სა­ღა­მო­ზე ყოფ­ნა მის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რომ ქის­ტე­ბი მის­თვის ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი და მი­სი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ ლა­მის და­ბა­დე­ბი­დან მოჰ­ყვე­ბა ამ ხალ­ხის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. გა­იხ­სე­ნა, რომ მის ბავ­შვო­ბა­ში მათ სახ­ლში იყო ერთი ოთა­ხი, სა­დაც დედა ბავ­შვებს შეს­ვლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და, რად­გა­ნაც ის ოთა­ხი წმინ­და ად­გი­ლად ით­ვლე­ბო­და, იმ სივ­რცე­ში სტუმ­რად მო­სუ­ლი, მა­მის მე­გო­ბა­რი ქის­ტე­ბი ლოც­ვებს აღავ­ლენ­დნენ…და ცალ­კე იყო გა­მო­ყო­ფი­ლი ჯამ-ჭურ­ჭე­ლიც ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი ქის­ტე­ბის­თვის…

  პარაზიტული ჭიები და მავნე ნივთიერებები თევზში - ზღვის პროდუქტების მასიური შემოწმება მთელი ქვეყნის მასშტაბით

გა­იხ­სე­ნა 7-8 წლის ასაკ­ში მა­ღა­ლი სი­ცხე ჰქონ­და, ამ დროს მა­მა­მის­თან სტუმ­რად მო­ვი­და მე­გო­ბა­რი ქის­ტი, რო­მელ­მაც ძმის­შვილს ბა­თინ­კე­ბი მო­უ­ტა­ნა სა­ჩუქ­რად, ისიც და­ა­ყო­ლა, რომ იმ წა­მი­დან სი­ცხე სად გაქ­რა არც გა­უ­გია და დღემ­დე ფე­რიც კი ახ­სოვს იმ ბა­თინ­კე­ბი­სა…

ქის­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თხელ დამ­დგა­რა რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი, ბევ­რჯერ მო­უ­წი­ათ ბეწ­ვის ხიდ­ზე სი­ა­რუ­ლი და ყო­ველ­თვის იცოდ­ნენ, რომ რაც არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო პატ­რი­არ­ქი მათ გვერ­დით იქ­ნე­ბო­და და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ვარ პატ­რი­არ­ქსაც ყო­ველ­თვის ეი­მე­დე­ბოდ­ნენ მის­თვის ძვირ­ფა­სი ქის­ტე­ბი. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის­თვის მთის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხი იდგა დღის წეს­რიგ­ში, პან­კი­სის ხე­ო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში დიდი კი­თხვის ნი­შა­ნი იყო, რად­გა­ნაც ხე­ო­ბა ზღვის დო­ნი­დან მხო­ლოდ 800 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს. მამა და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ უნდა მო­მე­ხერ­ხე­ბი­ნა უხუ­ცე­სე­ბის აუ­დი­ენ­ცია პატ­რი­არ­ქთან, რად­გა­ნაც ამ სა­კი­თხის და­დე­ბი­თად გა­დაჭ­რა­ში მხო­ლოდ პატ­რი­არ­ქს შე­ეძ­ლო მათი დახ­მა­რე­ბა. პატ­რი­არ­ქი­სათ­ვის და ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით ორ დღე­ში მოხ­და ქის­ტი უხუ­ცე­სე­ბის პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რა. მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვი­თხო­ვეთ, არ გვინ­დო­და პატ­რი­არ­ქის შე­წუ­ხე­ბა, თუმ­ცა შეხ­ვედ­რა 4 სა­ათ­ზე მეტ ხანს გაგ­რძელ­და… არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა შეხ­ვედ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მა­მას ემო­ცი­ე­ბი, აღ­ნიშ­ნა: რამ­დენ ადა­მი­ანს შევ­ხვედ­რი­ვარ ჩემი არ­ცთუ ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, რამ­დე­ნი ეთ­ნო­სი­სა და რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან მქო­ნია შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ მსგავ­სი და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი, რაც პატ­რი­არ­ქთან სა­უბ­რი­სას მო­მე­ძა­ლა, იშ­ვი­ა­თად მქო­ნი­აო. და მთა­ვა­რი, – ამ შეხ­ვედ­რი­დან მა­ლე­ვე პან­კი­სის ხე­ო­ბას მთის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა, რო­გორც სა­სა­ზღვრო რე­გი­ონს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი დატ­ვირ­თვის ობი­ექტს.

მამა უკვე სიკ­ვდი­ლის სა­რე­ცელ­ზე იწვა, როცა პან­კი­სის თავ­ზე ისევ ჩა­მოწ­ვა შავი ღრუ­ბე­ლი, ამ­ჟა­მად ხე­ო­ბი­სა და ქვეყ­ნის მტრე­ბი ისევ სა­კუ­თა­რი ჯი­ბის გა­ს­ქე­ლე­ბა­ზე ზრუ­ნავ­დნენ მხო­ლოდ და დიდი სა­შიშ­რო­ე­ბა იყო, იმი­სა, რომ ხე­ო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა ისე­დაც მწი­რი სა­ძოვ­რე­ბი­სა და სა­სუნ­თქი სივ­რცის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მა­მამ ისევ მთხო­ვა პატ­რი­არ­ქთან და­კავ­ში­რე­ბა, რად­გან მას­ზე დიდი პატ­რო­ნი პან­კისს ნამ­დვი­ლად არ ჰყავ­და და მარ­თლაც ინ­ვეს­ტო­რე­ბის დი­დძალ ფულს უწ­მინ­დე­სის სი­ტყვამ გა­და­წო­ნა…

  უალკოჰოლო პროდუქციის სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება კიდევ ორ წლით გახანგრძლივდება - სავალდებულო მარკირების საფასურს 2028 წლამდე ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის

სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი არამ­ხო­ლოდ პან­კის­ში, არა­მედ ჩეჩ­ნეთ­სა და ინ­გუ­შეთ­შიც ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ, ბოლო პე­რი­ოდ­ში გროზ­ნო­დან ჩა­მო­სულ­მა ქარ­თვე­ლებ­მა მი­თხრეს, როცა მას­პინ­ძლე­ბი გა­ი­გებ­დნენ ქარ­თვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ტაქ­სის მძღო­ლე­ბი ჩვენ­გან ფულს არ იღებ­დნენ და ძა­ლი­ან ბევ­რმა ჩე­ჩენ­მა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­ხა­ტა პატ­რი­არ­ქის მი­მართ და მო­კი­თხვა დაგ­ვა­ბა­რე­სო. ასე მხო­ლოდ დიდი ადა­მი­ა­ნე­ბი და მოყ­ვა­სე­ბი უყ­ვართ!

ახლა ისე­თი უი­მე­დო­ბა მი­პყრობს, რო­გორც არას­დროს – მა­მას წას­ვლით უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ნი­ლი ხე­ო­ბა და ახლა პატ­რი­არ­ქის იმი­ერ­ში გა­და­ნაც­ვლე­ბით და­ზაფ­რუ­ლი ჩემი სა­ქარ­თვე­ლო მა­ში­ნებს მე­ტად… თუმ­ცა ზუს­ტად ვიცი, ეს ბუმ­ბე­რა­ზი ადა­მი­ა­ნე­ბი არც სა­ი­ქი­ო­დან მო­აკ­ლე­ბენ ლოც­ვა-კურ­თხე­ვას მათ­თვის მე­ტად ძვირ­ფას სამ­შობ­ლოს!

გა­ნის­ვე­ნეთ მშვი­დად, ვალ­მოხ­დი­ლი ტო­ვებთ სამ­ყა­როს, უმ­სუ­ბუ­ქე­სი ყო­ფი­ლი­ყოს თქვენ­თვის ეგ­ზომ ძვირ­ფა­სი სამ­შობ­ლოს მიწა, უფალ­მა სა­მო­თხის ბა­ღებ­ში და­ა­ვა­ნოს თქვე­ნი ნა­ტან­ჯი სული ამინ!

დღეს თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემ პირ­ველ რიგ­ში პან­კი­სის ხე­ო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ხე­ლით და შემ­დეგ ჩეჩ­ნე­ბი­სა და ინ­გუ­შე­ბის სა­ხე­ლით მო­გი­სამ­ძიმ­რო ეს ბუმ­ბე­რა­ზი და­ნა­კარ­გი, ჩემო სა­ქარ­თვე­ლოვ, ჩემო მრა­ვალ­გზის ტან­ჯუ­ლო სამ­შობ­ლოვ!

P. S. ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც რე­ლი­გი­ურ თე­მას შე­ე­ხე­ბო­და და პატ­რი­არ­ქიც ეს­წრე­ბო­და უწ­მინ­დეს­მა ასე­თი რამ თქვა:

როცა ირან­ში მიწ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად და თე­ი­რან­ში სატ­რა­პე­ზო მა­გი­და იშ­ლე­ბო­და, სა­ნამ მე არ ვა­კურ­თხებ­დი სუფ­რას, სატ­რა­პე­ზოდ არა­ვინ ჯდე­ბო­დაო.

და კი­დევ, რო­დე­საც თა­მაზ ჭა­ღა­ლი­ძემ სი­რი­ი­დან პატ­რი­არ­ქის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ვი­დეო რგო­ლი გა­ავ­რცე­ლა, პან­კი­სელ­მა ქის­ტმა თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვილ­მა ის მკაც­რად და­სა­ჯა და ბო­დი­შიც მო­ახ­დე­ვი­ნა, ალ­ბათ ამი­ტო­მაც უყ­ვარ­და უწ­მინ­დესს გა­მორ­ჩე­უ­ლად ქის­ტე­ბი!”

93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი