ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაამ პაციენტების კვლევებისა და მედიკამენტებისთვის, მერია 4 მილიონ ლარამდე გამოყოფს - ნახეთ...

ამ პაციენტების კვლევებისა და მედიკამენტებისთვის, მერია 4 მილიონ ლარამდე გამოყოფს – ნახეთ დეტალები

„გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდეა, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდება.

„30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსებას უზრუნველყოფს. პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, პროგრამა ეტაპობრივად გაფართოვდა და მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა.

„აღნიშნული პროგრამა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ის თავდაპირველად, მედიკამენტების დაფინანსებით დაიწყო. ასევე, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, მედიკამენტები პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდა. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, მერიამ პროგრამაში ჩასართავ პირთა ასაკობრივი ზღვარიც მოხსნა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 341 მოსარგებლის მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, 2 000-მდე საგარანტიო წერილი გასცა.

„აღსანიშნავია, რომ ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ამ დაავადების აქტივობის დათრგუნვაა შესაძლებელი და გაფანტული სკლეროზის მქონე პირებს ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  უკვე კვირაში 7 ფრენა არის ხელმისაწვდომი თბილისი-პარიზის მიმართულებით - გაეცანით დეტალებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი