შაბათი, აგვისტო 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიამ თემის წარმომადგენლები ალერგიებით თითქმის არ ავადდებიან - რას ამბობენ მეცნიერები

ამ თემის წარმომადგენლები ალერგიებით თითქმის არ ავადდებიან – რას ამბობენ მეცნიერები

ბევრი ადამიანისთვის ალერგიის თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელი ამოცანა ჩანს, მაგრამ არსებობს ადამიანების ერთი ჯგუფი, რომელიც ალერგიების მიმართ თითქმის სრულიად იმუნურია. მეცნიერებისთვის ეს ფაქტი დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება, რომელიც შეიძლება, ალერგიული დაავადებების მკურნალობის გასაღებად იქცეს.

ინდუსტრიულ და განვითარებად ქვეყნებში ალერგიული დაავადებების მზარდი შემთხვევების მიუხედავად ამიშები, გაუგებარი მიზეზის გამო, რეზისტენტულები რჩებიან. კანის ალერგოტესტირებებმა აჩვენა, რომ გავრცელებულ ალერგენებზე დადებითი რეაქცია ამიში ბავშვების მხოლოდ 7%-ს ჰქონდა.

ცნობისთვის, იგივე ტესტირებით აშშ-ის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ალერგიული აღმოჩნდა. ამიშები იმ ბავშვებზე მეტად გამძლეებიც კი არიან, რომლებიც ტრადიციულ ფერმერულ მეურნეობებში იზრდებიან და როგორც წესი, ალერგიები ნაკლებად უფიქსირდებათ ხოლმე. ამ თემის ყველაზე გამორჩეული ნაწილი ჩრდილოეთ ინდიანაში მდებარე ამიშების დასახლებაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად ალერგიულ მოსახლეობად ითვლება.

“ზოგადად, აშშ-ში ბავშვების დაახლოებით 8-10%-ს აქვს ასთმა. ამიშ ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი 1-2%-ია. მართალია, ამ თემის ზოგიერთი წარმომადგენელი ალერგიულია, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია”, — ამბობს გენეტიკოსი კეროლ ობერი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან.

ახლა ობერი სხვა მეცნიერებთან ერთად ამიშებსა და სხვა ტრადიციულ ფერმულ საზოგადოებებში ამ გამორჩეული ეფექტის მიზეზს ეძებს. მათ სჯერათ, რომ ამ კვლევებით ბავშვებში იმუნიტეტის გაძლიერება და დამცველობითი თერაპიის განვითარება შეიძლება.

მაგალითად, მეცნიერები აპირებენ, რომ ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ ამ ფერმებში ნაპოვნი მიკრობებისა და მოლეკულების დახმარებით პრობიოტიკები და ეთერზეთები შექმნან. ამ საშუალებებით კი ალერგიული დაავადებების თავიდან მოშორება შეგვეძლება.

“ტრადიციულ ფერმერულ მეურნეობებში მცხოვრებ ბავშვებს ეს გასაოცარი დამცველობითი თვისებები აქვთ, რის გამოც ამ საზოგადოებებში ასთმა და ალერგიები პრაქტიკულად უცნობია”, — ამბობს არიზონას უნივერსიტეტის პროფესორი დონატა ვერჩელი.

ამიშები ქრისტიანული თემია, რომლის წევრებიც ტრადიციული მეცხოველეობითა და ფერმერობით არიან დაკავებულები. ისინი მეურნეობებსა და ტრანსპორტირებაში ძირითადად ცხენებს იყენებენ. 2024 წლის მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 395 ათასი ამიში ცხოვრობს. ისინი ძირითადად პენსილვანიის, ოჰაიოსა და ინდიანას შტატებში სახლობენ.

  “რა ვქნა, რა ვუყო ამ ტკივილს, ამ გაუგებარ სიგიჟეს…” - მანანა ბერიკაშვილი ძმას ემშვიდობება

გასულ საუკუნეში ალერგიული დაავადებების, მათ შორის პოლინოზის, ასთმისა და დერმატიტის შემთხვევები ძალიან გაიზარდა. 1990-იანი წლებიდან განვითარებულ ქვეყნებში კვებითი ალერგიის შემთხვევებმაც მკვეთრად მოიმატა. ამის მიზეზად მეცნიერები ურბანიზაციას, ჰაერის დაბინძურებასა და კარჩაკეტილი ცხოვრების წესს მიიჩნევენ.

ამერიკელი იმუნოლოგის დეივიდ სტრეჩენის 1989 წლის კვლევის მიხედვით, ადრეულ ასაკში მიკრობებთან ხშირი კონტაქტი ჯანსაღ იმუნურ სისტემას აყალიბებს და ბავშვებს ალერგიული დაავადებებისგან იცავს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ დიდ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს პოლინოზი და დერმატიტიც ნაკლებად აღენიშნებათ.

სტრეჩენი ამ ფაქტს და-ძმებთან ხშირი კონტაქტით ხსნიდა — როგორც ჩანს მიკრობების მიმოცვლა იმუნურ სისტემას აძლიერებს და სამომავლოდ ადამიანებს დაავადებებისგანაც გვიცავს. მსგავსი დადებითი ეფექტი შინაური ცხოველის ყოლასაც აქვს.

ამის მიუხედავად, მეცნიერები ადასტურებენ, რომ ვირუსებისგან ყველაზე ძლიერი დამცველობითი უნარი ფერმაში ცხოვრებას აქვს. ამ უჩვეულო “ფერმის ეფექტს” სასოფლო-სამეურნეო პოპულაციებზე მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული არაერთი კვლევა ადასტურებს.

ამიშები ასეთ თემებს შორის მაინც ყველაზე გამორჩეულები არიან. ამის ასახსნელად მეცნიერებმა ამიშები მათ მსგავს ფერმულ საზოგადოებას — ჰატერიტებს — შეადარეს. ობერის, ვერჩელის და მათი კოლეგების მიერ სკოლის 60 მოსწავლეზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამიშებში ჰატერიტებთან შედარებით, ასთმის შემთხვევები ოთხჯერ ნაკლები იყო. ჰატერიტები კიდევ ერთი ამერიკული ფერმერული ეთნოჯგუფია, რომლებსაც ამიშების მსგავსი გენეტიკა და ცხოვრების წესი აქვთ.

ალერგენების მიმართ ანტისხეულების განვითარებას ალერგიული სენსიბილიზაცია ჰქვია. იგი ამიშებში ექვსჯერ უფრო მაღალია. თავდაპირველად ამის მიზეზად მეცნიერები გენეტიკას ასახელებდნენ, მაგრამ ანალიზმა აჩვენა, რომ ამიშები და ჰატერიტები გენეტიკურად ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ამ მსგავსების მიუხედავად, ამიშები ალერგიებს უკეთ ებრძვიან ვიდრე ჰატერიტები.

დიდ ხნიანი კვლევის შემდეგ მეცნიერებმა განსხვავების სავარაუდო მიზეზს მიაგნეს. აღმოჩნდა, რომ ამ ორ პოპულაციას შორის მთავარი განსხვავება ფერმის ცხოველებთან კონტაქტის სიხშირე იყო. დიდი ალბათობით, განსხვავებული სენსიბილიზაციაც ამ ფაქტს უკავშირდება.

მკვლევრებმა ამ ორი საზოგადოების სახლის მტვრის ნიმუშების ანალიზისას აღმოაჩინეს, რომ ამიშების სახლებში თითქმის შვიდჯერ მეტი მიკრობი იყო. შემდგომმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ იმ თაგვებს, რომლებმაც ამიშების მტვერი შეისუნთქეს ალერგენებთან შეხებისას ასთმის მსგავსი სიმპტომები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. იმ თაგვებმა კი, რომლებმაც ჰატერიტების სახლის მტვერი შეისუნთქეს იგივე სარგებელი ვერ მიიღეს.

  Rheinmetall-ი ევროპაში ATACMS-ისა და Patriot PAC-3 რაკეტების წარმოების დაწყებას გეგმავს

ამჟამად მკვლევრები ამიშების მტვერში არსებული დამცავი მიკრობების იდენტიფიცირებას ცდილობენ. 2023 წლის კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ფერმის მტვერში ცილები აღმოაჩინეს, რომლებიც მიკრობებითა და მცენარეების მიერ წარმოქმნილი მოლეკულებით არის დატვირთული. ასეთ სატრანსპორტო ცილას ტვირთი სასუნთქ გზებში არსებულ ლორწოვან გარსამდე მიაქვს. შედეგად იგი დამცავ გარემოს ქმნის, რომელიც სასუნთქი გზების რეაქციებს არეგულირებს და ანთებას უშლის ხელს.

სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში ბავშვის იმუნური სისტემა სწრაფად ვითარდება და გარემო პირობების მიმართ ძალიან ფაქიზად რეაგირებს. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ მცირეწლოვანი ბავშვების გარკვეული სახის სასარგებლო ბაქტერიებთან კონტაქტი იმუნური სისტემის ზრდასა და ჩამოყალიბებას უწყობს ხელს… ვრცლად

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი