ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ახალი სამთავრობო რეფორმის ქვაკუთხედად უნდა იქცეს – ალბანეთის პრემიერს მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სურს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ წარადგინა ინიციატივა, რომლის თანახმადაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ახალი სამთავრობო რეფორმის ქვაკუთხედად უნდა იქცეს. რამას აზრით, სამინისტროების მართვაში AI ტექნოლოგია მნიშვნელოვნად უნდა ჩაერთოს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ნეპოტიზმი და კორუფციის ნიშნები ჩანასახშივე აღმოიფხვრას.

პრემიერ-მინისტრის აზრით, ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა გააკონტროლოს სახელმწიფო შესყიდვები და საბაჟო მომსახურება საზღვრებზე. ამასთან, ახალმა ტექნოლოგიამ უნდა ჩაიბაროს დრონებიდან და სატელიტებიდან მიღებული ფოტო-ვიდეო მასალები, რათა უმოკლეს დროში დადგინდეს, მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში უნებართვო მშენებლობები.

მართალია, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების ინიციატივა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა და არც ისაა ცნობილი, მოახერხებს თუ არა რამა კოლეგების დარწმუნებას სამთავრობო რეფორმის ნაწილად AI ტექნოლოგიის ქცევაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ალბანეთისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უცხო არაა. AI-ს ხელისუფლება არაერთი სამთავრობო შესყიდვისა თუ საგადასახადო საკითხების გასაკონტროლებლად იყენებს.

ედი რამა იმედოვნებს, რომ ხელოვნური ინტელექტი ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეც დაეხმარება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ახალი სამთავრობო რეფორმის ქვაკუთხედად უნდა იქცეს – ალბანეთის პრემიერს მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სურს. 21 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ხელოვნური-ინტელექტის-ინტ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Product Owner (UX/Product Design)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T13:51:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi