პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევა„ამ გველს მთის ასპიტი რქმევია, ყოფილა ჩვენს მთებში… ფოტოებზე რაც ნახეს, გველი...

„ამ გველს მთის ასპიტი რქმევია, ყოფილა ჩვენს მთებში… ფოტოებზე რაც ნახეს, გველი ხელში ჰყავდა აყვანილი“

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, გველის ნაკბენით გარდაცვლილი გერმანელი ტურისტი 45 წლამდე ასაკის მამაკაცია.

აღნიშნულ ფაქტზე ქობულეთის მერიის წარმომადგენელმა ჩაისუბანში, ჯუმბერ ყურშუბაძემ „ბათუმელებთან“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურისტს გველი ხელში ჰყავდა აყვანილი.

„მთის ასპიტი რქმევია ამ გველს, ყოფილა ჩვენს მთებში. გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა სურათი რომ ნახეს, თქვეს, ეს გველიაო. ტყეში იყო ფაქტობრივად, სასწრაფომ ვერ აუსწრო და გარდაიცვალა.

ფოტოებზე რაც ნახეს, გველი ხელში ჰყავდა აყვანილი. ხელთათმანი კი ეკეთა ტურისტს, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ დაიცვა. ალბათ ვერ იგრძნო, რომ უკბინა. აქამდე არ ყოფილა აქ მსგავსი შემთხვევა. გადამფრენ ფრინველებს აკვირდებიან ამ ადგილზე, მაგრამ გველი რომ ვინმეს ხელში აეყვანოს, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა“- უთხრა „ბათუმელებს“ ჯუმბერ ყურშუბაძემ.

  საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი