შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაამსტერდამში World of Private Label International Trade Show-ზე 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა

ამსტერდამში World of Private Label International Trade Show-ზე 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა

ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ გამოფენაზე World of Private Label International Trade Show 10 ქართული კომპანია: „ნათსჯი“, „კულა“, „არომაპროდაქტი“, „მაისი 2020“, „კამპა“, „ველინგტონი“, „ქარელის ხილი“, „კოოპერატივი რუისპირი – მეღვინეობა იყალთო“, „აჩინებული“ და „გრინ გოლდი“ იყო წარმოდგენილი.

როგორც უწყების გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართველი მწარმოებლები გამოფენაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით წარსდგნენ.

კომპანიებმა გამოფენის სტუმრებს ქართული აგროპროდუქცია: ღვინო, თხილი, ჩაი, წვენები, ჩიფსები, ჯემები და კომპოტები გააცნეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული სტენდი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულმა დავით მახიტაშვილმა დაათვალიერეს.

“ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ხელს უწყობს ქართული მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას და გაყიდვების ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ.

როგორც გამოფენაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, სახელმწიფო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია სავაჭრო პარტნიორების მოძიების და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების კუთხით.

გამოფენაში, რომელიც 20-21 მაისს გაიმართა, მონაწილეობას იღებდა 3,100-ზე მეტი კომპანია 70-ზე მეტი ქვეყნიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები.

  „დიდებული ადამიანი“ - ნიკო ლეკიშვილის ეკრანზე გამოჩენას მაყურებელი აღფრთოვანებით შეხვდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი