ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა მეორე გოგონას ლილი დაარქვეს.
ჯანეტი სახელის შერჩევასთან დაკავშირებულ საოცარ ისტორიას გვიზიარებს:
„მშობიარობამდე 1 კვირით ადრე, წირვის შემდეგ, ეკლესიის ეზოში მოირბინა ჩემთან გოგონამ, რომელიც მანამდე არასდროს მინახავს.. შემომხედა და მკითხა: „მუცელში პატარა გყავს? და რა უნდა დაარქვათ?“ – ჯერ არ მოგვიფიქრებია, ვუპასუხე…
უეცრად გოგონა მეუბნება – „და ლილი რომ დარქვათ, არ გინდათ?“
ეს ჩემთვის, თითქოს, ნიშანი იყო, რადგან ნოეს დედიკოს ლილი ერქვა და ეს სახელი ყოველთვის მომწონდა… თითქოს, სითბოსა და სინაზეს აერთიანებს,“ – წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „მშობიარობამდე 1 კვირით ადრე, წირვის შემდეგ, ეკლესიის ეზოში მოირბინა ჩემთან გოგონამ, რომელიც მანამდე არასდროს მინახავს…“ – რატომ დაარქვა ჯანეტ ქერდიყოშვილმა მეორე გოგონას ლილი. 9 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მშობიარობამდე-1-კვირით-ა/
