ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ 12 ათასი წლის წინ გადაშენებული, „სამეფო კარის თამაშებიდან“ ცნობილი...

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ 12 ათასი წლის წინ გადაშენებული, „სამეფო კარის თამაშებიდან“ ცნობილი მგლის სახეობის აღდგენა შეძლო

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Colossal Biosciences-მა 12 ათასი წლის წინ გადაშენებული, „სამეფო კარის თამაშებიდან“ ცნობილი მგლის სახეობის (მგელსაზარა) აღდგენა შეძლო. ინფორმაციას TIME-ი ავრცელებს.

კომპანიაში განაცხადეს, რომ გენური ინჟინერიის გამოყენებით დაიბადა სამი ლეკვი – რომული, რემი და კჰალისი.

მეცნიერების თქმით, ისინი ჩვეულებრივი ლეკვებივით იქცევიან – ხტუნაობენ, ჩხუბობენ, იკბინებიან. ისინი უკვე ექვსი თვის არიან და მათი სიგრძე 122 სმ-ია, მასა კი 36 კგ-ს შეადგენს. მათ 182 სმ-მდე შეუძლიათ გაზრდა, მასით კი შეიძლება 68 კგ-საც მიაღწიონ.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჩვეულებრივი ლეკვებისგან განსხვავებით, ისინი ადამიანებთან არ მირბიან, იჭერენ დისტანციას ან უკან იხევენ, რაც მგლის ლეკვისთვის დამახასიათებელი ნიშანია, აღნიშნავენ მეცნიერები.

Colossal Biosciences-ის მეცნიერებმა მგელსაზარას ჯიშის აღდგენა ამერიკის ტერიტორიაზე ნაპოვნი ძვლების მეშვეობით შეძლეს.

  რომის პაპმა პატიმარ ქალებს ფეხები დაბანა და თითოეულს ფეხზე ეამბორა - „მე აქ ვარ არა იმის­თვის, რომ მემ­სა­ხუ­რონ, არა­მედ ვემ­სა­ხუ­რო“
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი