ამერიკის შეერთებული შტატები UNESCO-ს ტოვებს.
ინფორმაცია თეთრმა სახლმა მედიას უკვე დაუდასტურა, სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ორგანიზაციის წევრობა ამერიკის ეროვნულ ინტერესს არ ემსახურება.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განმარტა, რომ UNESCO დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, გლობალისტური იდეოლოგიის მქონე დღის წესრიგს, რაც ამერიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება.