შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს

ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს

ამერიკელი ეპიდემიოლოგი მაიკლ ოსტერჰოლმი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს, – იუწყება DailyMail-ი.

აშშ-ში ქრონიკული დაავადება CWD, რომელსაც ასევე „ზომბის ვირუსს“ უწოდებენ ირმებში ძალიან სწრაფად ვრცელდება. ვეტერინარების თქმით, დაავადება არ იკურნება და ცხოველებში სიკვდილს იწვევს.

ამერიკელი მეცნიერი არ გამორიცხავს, რომ ირმის დაავადება, შესაძლოა, გარეულ ღორებზე გავრცელდა. მათგან კი დაავადება შეიძლება შინაურ ღორებზეც გავრცელდეს, რაც ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

ბოლო მონაცემებით, ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ აშშ-ს 33 შტატშია გავრცელებული, თუმცა დაავადების ადამიანზე გავრცელების არცერთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული.

ე.წ. „ზომბის ვირუსი“ აზიანებს ირმების ტვინს, ცხოველები მკვეთრად კარგავენ წონას, ეკარგებათ კოორდინაცია და ა.შ.

  კაცი შინაპატიმრობიდან ციხეში გაიქცა, რადგან შობის მარტო გატარება არ უნდოდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი