კვირა, მარტი 29, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ამაზე მეტი შეფასება რა გინდა! 18-19 წლის ბიჭები როცა ამბობენ, მუსლიმები ვართ...

„ამაზე მეტი შეფასება რა გინდა! 18-19 წლის ბიჭები როცა ამბობენ, მუსლიმები ვართ და ჩვენი პატრიარქი გვიყვარს. პატრიარქის გამო ჩამოვედით, რომ მისთვის პატივი მიგვეგო“-შალვა კეკელია

დეკანოზი შალვა კეკელია პატრიარქის დაკრძალვის დღეს იხსენებს.

პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძართან ახალგაზრდა ბიჭები მივიდნენ მასთან და უთხრეს, რომ ზემო აჭარიდან ჩამოვიდნენ, მუსლიმები იყვნენ.

„პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძრიდან რომ გამოვედით, ხალხი დაგვხვდა. ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, ჩამეხუტნენ და მითხრეს: „მამა შალვა, ჩვენ ზემო აჭარიდან ჩამოვედით, მუსლიმები ვართ. ძალიან გვიყვარხარ. პატრიარქი ილია მეორე ძალიან გვიყვარს. მთელი ღამე გავათენეთ, სამების ტაძარში რომ შევსულიყავით და პატრიარქი გვენახა“.

ამაზე მეტი შეფასება რა გინდა! 18-19 წლის ბიჭები როცა ამბობენ, რომ მუსლიმები ვართ და ჩვენი პატრიარქი გვიყვარს. პატრიარქის გამო ჩამოვედით, რომ მისთვის პატივი მიგვეგო.“ – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.

როგორც გავარკვიეთ, ახალგაზრდები დათო და რატი ბოლქვაძეები და მათი მეგობარი ნიკა რიჟვაძე ხულოს რაიონიდან არიან. დათო და რატი ბოლქვაძეები საკრებულოს თავმჯდომარის რენარ ბოლქვაძის შვილები არიან. ახალგაზრდები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ.

მომხდარი შეიძლება განიხილებოდეს როგორც საზოგადოების ნაწილის მხრიდან რელიგიური ლიდერისადმი პატივისცემის გამოხატვის მაგალითი, რომელიც ასახავს არსებული სოციალური და კულტურული პრაქტიკების გაგრძელებას.

ეს უბრალო ჟესტი არ არის, ეს არის ღრმა ადამიანურობის, პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვა.
რელიგიის ნამდვილი არსი სწორედ აქ იკვეთება, არა გაყოფაში, არამედ ერთმანეთის ტკივილის გაზიარებაში, თანადგომასა და გულწრფელ ზრუნვაში.
ასეთი მომენტები გვახსენებს, რომ ყველაზე მაღლა დგას სიყვარული და ადამიანობა
მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რიგითმა მართლმადიდებელმა!
„ეს ერთიანობა ანდერძია, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა
დაუტოვა საკუთარ ხალხს.“

დაშვებული დროშები, უწყვეტი ნაკადი სამების ტაძართან!

მეტროდან იწყებოდა მოქალაქეების რიგები, უწყვეტად მრავალი საათის განმავლობაში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამებაში, 24 საათის განმავლობაში მიდიოდნენ. ადამიანები მთელი ღამე წვიმაში იდგნენ, რათა პატრიარქის ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ.

სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს დაკრძალვაზე, დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანი მივიდა. სევდით აღსავსე ათასობით ადამიანმა ქუჩაში შეკრებით პატივი მიაგო პატრიარქის ხსოვნას. მსგავსი რამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.

  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად აზერბაიჯანთან ერთად ნაბიჯები გადაიდგმება - ერდოღანი

კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი