ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ

1. ხახვისა და ნივრის ფოთლების ნაყენი და ნახარში გამოიყენება ხეხილისა და ვაზის აბლაბუდიანი ტკიპებისა და მცენარეული ტილების წინააღმდეგ.
ნაყენის მომზადების წესი: ხახვის ან ნივრის დაქუცმაცებული მწვანე ნაწილების 200გ ჩაიყ­რება ვედროში, დაესხმება 10 ლ თბილი წყალი, 4-5 დღის შემდეგ გაიწურება. ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენება 3-ჯერ 5 დღის ინტერვალით მავნებლების გამოჩენისთანავე.
ნახარში შემდეგნაირად მზადდება: ვედროში ნახევრამდე ჩაიყრება ხახვის და ნივ­რის ფოთლები, ქერცლები, დაესხმება 10 ლ მდუღარე წყა­ლი. ერთი დღე-ღამის შემდეგ გადაიწურება და გამოიყენება შესასხურებლად (1:2 შეფარდებით წყალთან) იმავე მავნებლების წინააღ­მდეგ და იმავე ვადებში, როგორც ნაყენი.
2. თამბაქოს ფოთლების, ყლორტების ჩა­მო­ნამტვრევებისა და მტვრის ნაყენი ან ნახარში გამოიყენება ხეხილის მწუწნავი მავნებლების: ტილების, ფსილებისა და ხერხიების ღიად მცხოვ­რები პირველი ხნოვანების მატლების წინააღმდეგ.
ნაყენის მომზადების წესი: 400 გ ხმელ ნარ­ჩენს ასხამენ 10 ლ წყალს და ტოვებენ 2 დღე-ღამეს, შემდეგ წურავენ საცერში და უმატებენ 10 ლ წყალს, მიმკვრელობის გასაზრდელად უმატებენ 40 გ საპონს და ასხურებენ ხეხილის მწვანე მასას 2-ჯერ 15 დღის ინტერვალით.
ნახარშის მომზადების წესი: 400 გ ხმელ თამ­ბაქოს ნარჩენებს ასხამენ 10 ლ წყალს და აჩერებენ ერთ დღე-ღამეს, შემდეგ ადუღებენ 2 სა­ათს. გაცივების შემდეგ უმატებენ 10 ლ წყალს და შესხურების წინ უმატებენ 40 გ საპონს. ამავე წესით ამზადებენ თამბაქოს მტვრის ნახარშსაც.

10 სასარგებლო რჩევა – რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ. 27 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ზოგიერთი-მცენარის-ნახარშ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi