ალპებში, ბრენერის უღელტეხილზე მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი შენდება, რომელიც იტალიასა და ავსტრიას ერთმანეთთან დააკავშირებს. მისი სიგრძე 64 კილომეტრი იქნება – ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.
გვირაბში, თითქმის, 2500 კილომეტრ სიღრმეზე ორივე მხრიდან მომუშავე იტალიელი და ავსტრიელი მუშები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ. მათ მშენებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ე.წ. საპილოტე-სადაზვერვო მონაკვეთი დაასრულეს.
პროექტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელ TEN-T-ის, სკანდინავია-ხმელთაშუა ზღვის დერეფნის ნაწილია. მისი მიზანი სატვირთო გადაზიდვების მნიშვნელოვანი ნაწილის რკინიგზაზე გადამისამართებაა, რაც რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელ შეუწყობს. კითხვის გაგრძელება…


