პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაალბანეთში სახელმწიფო შესყიდვების მინისტრი ხელოვნური ინტელექტი იქნება

ალბანეთში სახელმწიფო შესყიდვების მინისტრი ხელოვნური ინტელექტი იქნება

ალბანეთი, შესაძლოა, გახდეს პირველი სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც მინისტრის თანამდებობა ხელოვნურ ინტელექტს გადააბარეს. როგორც  Reuters-ი წერს, ნეირონული ქსელის ბოტი სახელად დიელა დაინიშნა სახელმწიფო შესყიდვების მინისტრად.

„დიელა არის პირველი მინისტრთა კაბინეტის წევრი, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს და ხელოვნური ინტელექტის მიერ ვირტუალურად არის შექმნილი,“ — განაცხადა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის წარდგენისას.

პრემიერის თქმით, ვირტუალური მინისტრი დაეხმარება ალბანეთს გახდეს ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ტენდერები 100%-ით თავისუფალია კორუფციისგან. როგორც Reuters წერს, კორუფცია სახელმწიფო კონტრაქტებში ალბანეთში ხანგრძლივი პრობლემაა და ხშირად ხდება პოლიტიკური სკანდალების წყარო. ეს პრობლემა ერთ-ერთი მთავარი ბარიერიც გახდა ალბანეთისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ჯერ უცნობია, ვინ იქნება პასუხისმგებელი დიელას საქმიანობის რეალურ ზედამხედველობაზე — მით უმეტეს, რომ ნეირონულ ქსელებთან ყოველთვის არსებობს პროგრამული მანიპულაციების რისკი.

თავად დიელა 2025 წლის დასაწყისში უკვე დაინერგა როგორც ვირტუალური ასისტენტი პლატფორმაზე e-Albania, სადაც ის მოქალაქეებს ეხმარება სახელმწიფო დოკუმენტების მიღებაში. ბოტს გააჩნია ავატარი — ქალი, ტრადიციულ ალბანურ ტანსაცმელში.

საინტერესოა, რომ თავად ალბანელების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ბოტის უნარს, რეალურად დაძლიოს სახელმწიფო კორუფცია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

  დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სამართალდამცველები მიგრანტების დაკავებას სკოლებსა და ეკლესიებშიც შეძლებენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი