შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ათი მიზეზი, რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ - საქართველოს დედაქალაქის შესახებ სტატიას Easyjet...

„ათი მიზეზი, რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ – საქართველოს დედაქალაქის შესახებ სტატიას Easyjet Traveller-ი ავრცელებს

„ათი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ – ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას საქართველოს დედაქალაქის შესახებ ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში და წერს იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც მოხვდა თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში.

„საქართველოს დედაქალაქი პოპულარობის ზენიტშია. თბილისი მომნუსხველი ქალაქია, სადაც ქვაფენილიანი ქუჩები და ქალაქის ისტორიული ცენტრი მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უსვამს ხაზს. ქალაქი გარშემორტყმულია გორაკებით, რომელიც არაერთ თავგადასავალს გთავაზობთ. აი, მიზეზები, რის გამოც თბილისი 2025 წელს ჩვენს სიაში მოხვდა.

თავისი არსებობის მანძილზე რამდენიმე დიდი სახელმწიფოს მიერ დაპყრობილი დედაქალაქის არქიტექტურა ეკლექტური და ჭრელია. აქ ნახავთ ყველაფერს, დაწყებული მონუმენტური საბჭოური შენობებიდან, როგორიცაა ქორწინების სასახლე, დასრულებული პარიზული და, ამავდროულად, ოსმანური სტილის რუსთაველის პროსპექტით“, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ 158-გვერდიან გამოცემაში საქართველოს დედაქალაქს ჟურნალის დასაწყისში 3-გვერდიანი სტატია ეთმობა და მოგზაურობის მოყვარულებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის ქართულ სამზარეულოზე, კულტურასა და ღვინოზე. სტატიაში ასევე საუბარია საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე, სადაც ქვევრში ღვინის დამზადების კულტურა რვა ათას წელს ითვლის.

  როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი