მსოფლიო ბაზარზე ოქრო გაძვირებას განაგრძობს. ამ მომენტისთვის, ძვირფასი ლითონის ფასი 4 ათას დოლარიან ნიშნულს უახლოვდება, რაც ოქროს ფასის მორიგ რეკორდს წარმოადგენს.
ოქრო ძვირდება საქართველოშიც. დღეისათვის, ყველაზე მეტად გაძვირებულია 999 სინჯიანი ე.წ. ბაჯაღლო. თუ ორიოდე კვირის წინ 1 გრამის ფასი 300 ლარს შეადგენდა, დღეს მისი შეძენა 330-დან 350 ლარამდე არის შესაძლებელი. რაც შეეხება 585 სინჯიან ოქროს, მისი ღირებულება კვლავ 230 ლარის ფარგლებში მერყეობს.
Goldprice-ის ცნობით, თბილისის დროით 16:00 საათისთვის 1 უნცია ოქროს ფასი 3 936 დოლარს შეადგენს, რაც ერთდღიან ჭრილში 1.25%-იანი, ერთთვიან ჭრილში კი 6.89%-ით გაძვირებული მაჩვენებელია. კითხვის გაგრძელება
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ოქროს ფასი 4 ათას დოლარს უახლოვდება – რა ღირს ერთი გრამი „ბაჯაღლო“ საქართველოში. 8 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ოქროს-ფასი/
