ათენის ცენტრში საპროტესტო აქცია პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ათენის ცენტრში საპროტესტო აქცია პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კერძოდ, მედიის ცნობით შენიღბული პირები პოლიციას თავს დაესხნენ და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს. პოლიციის მხრიდან გამოყენებული იქნა ცრემლსადენი გაზი. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 1 პირი, ხოლო რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა, დაშავებულია ერთი ჟურნალისტი.

აქციები მთელი საბერძნეთის მასშტაბით და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც მიმდინარეობს. ბერძნები იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნებში საბერძნეთის საკონსულოებთან და უერთდებიან უკიდურესად მძიმე მოვლენასთან დაკავშირებულ პროტესტს, 57 ადამიანის სიკვდილს, რომელიც დღემდე გამოუძიებელია.

მოქალაქეები 2023 წლის 28 თებერვალს სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მთავრობას გულგრილობაში ადანაშაულებენ. 2023 წლის 28 თებერვალს საბერძნეთში სატვირთო მატარებელი სტუდენტებით სავსე სამგზავრო მატარებელს შეეჯახა.

- Advertisement -
Ad imageAd image

გარდაცვლილების ოჯახის წევრებმა მთავრობას ბრალი დასდეს მტკიცებულებების დაფარვაში. მათი განცხადებით, ადამიანების უმეტესობა დაიღუპა შეჯახების შემდეგ მომხდარი აფეთქების გამო. “როიტერი” წერს, რომ სასამართლო პროცესი 2024 წლის ივნისში იყო ჩანიშნული, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ოფიციალური დასკვნა არ არსებობს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ათენის ცენტრში საპროტესტო აქცია პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. 27 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ათენის-ცენტრში-საპროტესტ/

  „ჰამასმა“ „წითელ ჯვარს“ გადასცა დარჩენილი 13 მძევალი, რომლებიც „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს ამ წუთებში ისრაელში გადაჰყავთ
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi