რდოღანი: „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ანუ შუა დერეფნის მნიშვნელობა დღითიდღე უფრო გასაგები ხდება“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ანუ შუა დერეფნის მნიშვნელობა დღითიდღე უფრო გასაგები ხდება.

აღნიშნული განცხადება თურქეთის ლიდერმა ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომარტ თოყაევთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.

„ვცდილობთ უფრო მეტი ნავთობის ტრანსპორტირება მოვახდინოთ ყაზახეთიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის გავლით მსოფლიოში ნედლი ნავთობის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია. ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო კორიდორის მნიშვნელობა, რომელიც აბრეშუმის გზის ანალოგია, დღითიდღე უფრო გასაგები ხდება. აღნიშნული დერეფნის განვითარებას ყაზახეთთან და ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ არა მხოლოდ ტვირთების გადასაზიდად, არამედ დასავლეთში ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის“, – განაცხადა ერდოღანმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). რდოღანი: „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ანუ შუა დერეფნის მნიშვნელობა დღითიდღე უფრო გასაგები ხდება“. 14 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/რდოღანი-ტრანსკასპიური/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi