ინდოეთში მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მუკეშ ამბანის ვაჟის, 29 წლის ანანტ ამბანისა და ფარმაცევტული კომპანია Encore Healthcare Viren Merchant-ის ხელმძღვანელის ქალიშვილის, 29 წლის რადიკა მერჩანტის ქორწილი დასრულდა. ქორწილი ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა და სხვადასხვა წყაროების ცნობით, ოჯახს დღესასწაული 300-600 მილიონ დოლარამდე დაუჯდა.
საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა პატარძლის დედამთილი, მუკეშ ამბანის ერთადერთი ცოლი ნიტა ამბანი, ქალი, რომელიც საქორწინო რიტუალების დროს, პატარძალზე დიდ ინტერესს იწვევდა. ნიტა ამბანის ჩაცმულობასა და ძვირფასეულობას უცხოურმა მედიებმა არაერთი სტატია მიუძღვნეს.
ინდოეთში დედამთილის კულტია, ამიტომ ნიტას ყველა გამოჩენა გაცილებით საინტერესო იყო საზოგადოებისთვის, ვიდრე ნეფე-პატარძალის.
-0:09 ნიტა ამბანის შესახებ წერენ, რომ მისი სამკაულების კოლექცია კარატებში კი არა, კილოგრამებში იზომება და შესაძლოა, ერთ ტონასაც აღწევდეს. ქალს ძალიან უყვარს ლალი, ზურმუხტი და ბრილიანტები.
საინტერესო ცნობები ინდოეთში ყველაზე პოპულარული დედამთილის შესახებ
ნიტა ამბანი 1963 წლის 1 ნოემბერს მუმბაიში საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ნარსი მონჯის კომერციისა და ეკონომიკის კოლეჯი ბაკალავრის ხარისხით კომერციაში. მას ასევე შესწავლილი აქვს ბჰარატანატიამი – ინდური კლასიკური ცეკვის ჟანრი. პარალელურად მუშაობდა მასწავლებლად. ერთ-ერთი გამოსვლის დროს ნიტა მომავალმა მამამთილმა, დირუბაი ამბანმა შეამჩნია. შემდეგ კი მომავალი ქმარი მუკეში გააცნო.
წყვილი მალე დაახლოვდა, ერთ დღეს მანქანის მართვისას, მუმბაის საცობებით სავსე გზის შუაგულში, მუკეშმა ნიტას დაუფიქრებლად ჰკითხა: “გამომყვები ცოლად? მითხარი, კი თუ არა, ახლავე, მანქანაში”. მიუხედავად იმისა, რომ ქალი გაოგნებული იყო, ნიტამ უპასუხა “დიახ…”
1985 წლის 8 მარტს მუკეშ და ნიტა ამბანები დაქორწინდნენ. შვილებისგან განსხვავებით მათი საქორწინო ცერემონიალი მოკრძალებული იყო. მისი სამკაულებიდან დაწყებული, სარითა და მაკიაჟით დასრულებული – ყველაფერი საუბრობდა ნიტა ამბანის – დედამიწის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის მეუღლის უბრალოებასა და მშვენიერებაზე.
ნიტასა და მუკეშს სამი შვილი შეეძინათ: ტყუპები აკაში და იშა და ვაჟი ანანტი. ყველა მათგანს ბედნიერი ოჯახი აქვს.
ნიტა Reliance Foundation-ის თავმჯდომარეა, რომელიც თავად დააარსა. ქალმა ასევე მონაწილეობა მიიღო ქმრის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის – ჯამნაგარის თანამშრომლებისთვის ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მშენებლობაში. სოფელში 17 ათასი ადამიანი ცხოვრობს, სადაც გაშენებულია ხეხილის ბაღები ასიათასობით მანგოს ხეებით. იხილეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები