დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის დასახელების 30 ღვინო – ნიუ-იორკში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
ფოტო: ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს პარტნიორი კომპანიის „Vinoveli Inc“-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ამერიკული სადისტრიბუციო კომპანიის M.S. Walker ნიუ-იორკის ოფისში გაიმართა. ღონისძიება, რომელსაც ღვინის ბლოგერები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, მედიის და HoReCa (სასტუმრო-რესტორანი-კაფე) სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ, ფოკუსირებული იყო მათ ინფორმირებაზე ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის, ღვინოებისა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის დასახელების 30 ღვინო.

„M.S. Walker წარმოადგენს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 1933 წელს ქალაქ ბოსტონში დაფუძნდა და ამჟამად მისი საქმიანობის არეალი აშშ-ს მრავალ შტატს მოიცავს. ქართული ღვინის წარდგენა აღნიშნული კომპანიაში დამატებით შესაძლებლობაა, რომ გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები ქართულ ღვინოს გაეცნონ.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის დასახელების 30 ღვინო – ნიუ-იორკში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. 10 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დეგუსტაციაზე-წარდგენილი/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T20:42:01+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi