შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიადვილად არაფერი მიმიღია, სულ ვშრომობდი და მძიმე შრომა ყოველთვის ფასდება. უმაგრესი გუნდი...

ადვილად არაფერი მიმიღია, სულ ვშრომობდი და მძიმე შრომა ყოველთვის ფასდება. უმაგრესი გუნდი და საუკეთესო მხარდამჭერები მყავს – დვალიშვილი

ძალიან ამაყი ვარ. ადვილად არაფერი მიმიღია, სულ ვშრომობდი და მძიმე შრომა ყოველთვის ფასდება, – ამის შესახებ ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდოსთან ბრძოლის შემდეგ განაცხადა.

„ბოლო თვეებში მარკ ცუკერბერგი ჩემი მხარდამჭერია, აქაც მოვიდა, რომ ჩემთვის ექომაგა და რჩევებიც მომცა. უმაგრესი გუნდი და საუკეთესო მხარდამჭერები მყავს. ამ ყველაფრის გამო იყო დღეს ყველაფერი შესანიშნავად. მე ყოველდღე ვიბრძვი დარბაზში და სატიტულო ბრძოლა მჭირდება. 10 რაუნდი შემიძლია ვიჩხუბო, მომიყვანეთ შონ ომალი ახლავე. სამი რაუნდი ჩემთვის არაფერია“, – განაცხადა დვალიშვილმა.

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო დაამარცხა და ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა.

  ზაურ დვალაშვილი მსოფლიოს უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი