ადვილად არაფერი მიმიღია, სულ ვშრომობდი და მძიმე შრომა ყოველთვის ფასდება. უმაგრესი გუნდი და საუკეთესო მხარდამჭერები მყავს – დვალიშვილი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ძალიან ამაყი ვარ. ადვილად არაფერი მიმიღია, სულ ვშრომობდი და მძიმე შრომა ყოველთვის ფასდება, – ამის შესახებ ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდოსთან ბრძოლის შემდეგ განაცხადა.

„ბოლო თვეებში მარკ ცუკერბერგი ჩემი მხარდამჭერია, აქაც მოვიდა, რომ ჩემთვის ექომაგა და რჩევებიც მომცა. უმაგრესი გუნდი და საუკეთესო მხარდამჭერები მყავს. ამ ყველაფრის გამო იყო დღეს ყველაფერი შესანიშნავად. მე ყოველდღე ვიბრძვი დარბაზში და სატიტულო ბრძოლა მჭირდება. 10 რაუნდი შემიძლია ვიჩხუბო, მომიყვანეთ შონ ომალი ახლავე. სამი რაუნდი ჩემთვის არაფერია“, – განაცხადა დვალიშვილმა.

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო დაამარცხა და ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ადვილად არაფერი მიმიღია, სულ ვშრომობდი და მძიმე შრომა ყოველთვის ფასდება. უმაგრესი გუნდი და საუკეთესო მხარდამჭერები მყავს – დვალიშვილი. 18 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ადვილად-არაფერი-მიმიღია/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi