სამშაბათი, აპრილი 21, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესიტარიფები აშშ-დან საქართველოში ავტოიმპორტს 10.7%-ით შეამცირებს - სებ-ი

ტარიფები აშშ-დან საქართველოში ავტოიმპორტს 10.7%-ით შეამცირებს – სებ-ი

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, აშშ-ში ავტოიმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესება ზოგადად ავტომობილების საფასურს გაზრდის, რაც საქართველოში აშშ-დან ავტოიმპორტზეც აისახება და მას შეამცირებს.

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, პირდაპირი სავაჭრო არხით სატარიფო პოლიტიკას შესაძლოა ყველაზე დიდი გავლენა მსუბუქი ავტომობილების ბაზრიდან ჰქონდეს.

„2025 წლის მაისიდან აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ძირითად საავტომობილო ნაწილებზე 25%-იანი ტარიფი ძალაში შევიდა. საქართველოსათვის ავტომობილების იმპორტის 50% აშშ-ის ბაზარზე მოდის. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ იმპორტის დიდი ნაწილი რეექსპორტისთვის არის განკუთვნილი და ქვეყნის ეკონომიკაში დამატებულ ღირებულებას ქმნის. შესაბამისად დაანონსებული სატარიფო პოლიტიკის აღსრულება, ერთი მხრივ, მაღალი ფასის გამო იმპორტს შეამცირებს, თუმცა ამავდროულად რეექსპორტიდან მიღებულ დამატებულ ღირებულებაზეც და ეკონომიკურ აქტივობაზეც შესაძ­ლოა უარყოფითად აისახოს. იმ დაშვებით, თუ 25%-იანი ტარიფები სამომხმარებლო ფასებს სრულად გადაეცემა, ხოლო იმპორტის ფასის მიმართ ელასტიურობა 0.79-ს უდრის (მსოფლიო ბანკის შეფასება), აშშ-დან საქართველოში ავტომობილების იმპორტი დაახლოებით 10.7%-ით შემცირდება. იმავდროულად თუკი დავუშვებთ, რომ ექსპორტის ფასის მიმართ ელასტიურობა 0.45-ია, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 10.8%-ით შემცირდება.

გასათვალისწინებელია, რომ სატარიფო პოლიტიკის ირგვლივ არსებული მაღალი გაურკვევლობის გამო, ეს პირველადი შეფასება ახალი მონაცემების გამოქვეყნებისას შესაძლოა შეიცვალოს. ასევე, მეორადი და ახალი მანქანები სამომხმარებლო კალათის შემადგენელი ნაწილიცაა და მსოფლიო ბაზარზე ავტომობილების გაძვირების შემთხვევაში მთლიან ინფლაციას ეს ფაქტორი დაახლოებით 0.1 პპ-ით გაზრდის. დამატებითი სცენარით, საქართველოს ავტომობილების ბაზრის სტრუქტურული შემადგენლობა შესაძლოა შეიცვალოს და აშშ-დან ავტომობილების იმპორტი სხვა ალტერნატიული წყაროებით ჩანაცვლდეს. თუმცა, თუ ალტერნატიული წყაროები სრულად ვერ ჩაანაცვლებს აშშ-დან მიწოდებას, ამან შესაძლოა რეგიონში საქართველოდან ავტომობილების ვაჭრობის შემცირება გამოიწვიოს. სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების ფრაგმენტაცია საქართველოს ეკონომიკაზე ფინანსური არხითაც აისახება. კერძოდ, გლობალურად შენელებული ეკონომიკური აქტივობა როგორც საგარეო მოთხოვნიდან მიღებული შემოსავლების, ისე ფულადი გზავნილებისა და კაპიტალის შემოდინების შემცირების რისკებს აძლიერებს. ეს კი გაცვლითი კურსზე წნეხს ზრდის.

ამასთანავე, გლობალურად გაზრდილი რისკიანობა ფინანსური პირობების გამკაცრებაში აისახება, რაც საქართველოსაც გადმოეცემა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში გრძელვადიანი სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობის ზრდა შესაძლოა ნეიტრალური განაკვეთის ზრდის მანიშნებელიც იყოს, რაც დაუზღვეველი საპროცენტო განაკვეთის პარიტეტის პირობით (UIP) საქართველოს ნეიტრალურ განაკვეთსაც ზრდის. თუმცა, თუ გლობალურად პროდუქტიულობა შემცირდება ფრაგმენტაციის შედეგად, პოტენციური ზრდის შენელება ნეიტრალურ განაკვეთს შეამცირებს“, – ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

  თბილისში „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორ პირს ბრალი წარედგინა

წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.