თურქეთში სოციალური ქსელი „ინსტაგრამი“ დაბლოკეს.
თურქული მედია წერს, რომ გადაწყვეტილება თურქეთის ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამმართველომ მიიღო.
უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გადაწყვეტილების მიზეზი განმარტებული არ არის. არაფერია ნათქვამი იმის შესახებაც, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა „ინსტაგრამის“ ხელმძღანელობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც, „ინსტაგრამში“ „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებული სამძიმრის შემცველი ჩანაწერების გავრცელება შეიზღუდა. ალთუნის შეფასებით, „ინსტაგრამი“ ცენზურას ცდილობს.
მასალის გამოყენების პირობები