საქართველოს პრეზიდენტმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა 2 აგვისტოს 22 მსჯავრდებული შეიწყალა, ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. 7 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ქვეყანაში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ყოველგვარი განმარტების გარეშე შეუძლია ნებისმიერი სიმძიმის დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებული ადამიანის შეწყალება.

ადმინისტრაცია შეწყალებულთა ვინაობას არ ასახელებს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). საქართველოს პრეზიდენტმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა. 2 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-პრეზიდენტმა/

  დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi