რატომ დახვრიტეს 19 წლის ვერა ვარაზაშვილი – საბჭოთა რეპრესიების ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

1937-1938 წლებში, შსს-ს არქივის ინფორმაციით, საქართველოში დახვრეტილთა და გადასახლებულთა რიცხვმა ათეულობით ათასებს მიაღწია. ე.წ. სამეულმა 1937-1938 წლებში 163 ქალს მიუსაჯა დახვრეტა. მათგან ასაკით ყველაზე პატარა 19 წლის ვერა (ფეფიკო) ვარაზაშვილი იყო.

„1937-38 წლების რეპრესიების მსხვერპლ ქალთაგან ყველაზე ახალგაზრდა, 1918 წელს, ბორჯომში დაბადებული 19 წლის ვერა ვარაზაშვილი გახლდათ. ვერას ტრაგედია გარკვეულწილად მამას უკავშირდება. ივანე ვარაზაშვილი 1928 წელს სპარსეთის შაჰის, რეზა-ხან ფეჰლევის მიწვევითა და საბჭოთა მთავრობის ნებართვით ირანში სათავეში ჩაუდგა ირან – ინდოეთის რკინიგზის მშენებლობას. საზღვრების ჩაკეტვისა და აგორებული რეპრესიების გამო ივანე თეირანში დარჩა და იქიდან უგზავნიდა ფულს ოჯახს.

მართალია, სამი ვაჟი ჰყავდა, მაგრამ ფულს ვერას სახელზე აგზავნიდა იმ იმედით, რომ პატარა გოგოს ხელს არ ახლდებდნენ. თუმცა მწარედ შეცდა, 19 წლის ვერა ვარაზაშვილი დაპატიმრეს. 1937 წლის 11 აგვისტოს შინსახკომის სამეულმა მას ბრალად ქართული ნაციონალ-სოციალისტურ-ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრობა წაუყენა და უმაღლესი ზომა-დახვრეტა მიუსაჯა. შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე, სრულიად უდანაშაულო 19 წლის გოგონა 1937 წლის 14 აგვისტოს დახვრიტეს“

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რატომ დახვრიტეს 19 წლის ვერა ვარაზაშვილი – საბჭოთა რეპრესიების ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი. 30 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რატომ-დახვრიტეს-19-წლის-ვერ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T20:42:01+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi