კვირა, თებერვალი 1, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემადაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სია - საქართველოში თურქული თვითმფრინავის კატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა

დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სია – საქართველოში თურქული თვითმფრინავის კატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი C-130 ტიპის თვითმფრინავის კატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„11 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან C-130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ჩვენი 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, – აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თურქეთის თავდაცვის უწყებამ აგრეთვე გამოაქვეყნა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სია.

მათ შორის არის ეკიპაჟის 4 წევრი; ასევე საჰაერო შტაბის უფროსი და საჰაერო ძალების 15 ოფიცერი. გავრცელდა მათი ფოტოებიც.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი 11 ნოემბერს ჩამოვარდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა.

მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების ჩათვლით 20 ადამიანი იმყოფებოდა.

  ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე დარტყმის შედეგად, 20 ადამიანი, მათ შორის, 4 ჟურნალისტი დაიღუპა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი