დღეს აღინიშნება ცნობილი ქართველი მწერლის, ბატონი ლევან გოთუას დაბადებიდან 120 წელი.
ვაქვეყნებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილს და კიდევ ერთხელ შევთხოვთ უფალს ბატონი ლევანის სულის ცხონებას:
„დღეს, როდესაც აღინიშნება ბატონ ლევან გოთუას დაბადებიდან 110 წელი, კიდევ ერთხელ ყველასთვის ნათლად წარმოჩინდება ამ დიდებული პიროვნებისა და მწერლის ღვაწლი.
იგი არის მაგალითი სიმართლისათვის მსახურებისა და ჭირსა შიგან სიმტკიცისა, სამშობლოს ერთგულებისა და მოყვასისათვის მსახურებისა.
ბედნიერია ბატონი ლევანი, რადგან, ამ დიდ ადამიანურ ღირსებებთან ერთად, იგი დიდი შემოქმედებითი ნიჭითაც იყო დაჯილდოებული და თავისი სულის ნაწილი უკვდავ ქმნილებად დაუტოვა შთამომავლობას, მაგრამ მთავარი მაინც მისი პიროვნული ღვაწლია და ჩვენ თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ,,გმირთა ვარამის“ ავტორმა საკუთარი ცხოვრებით თავისი ,,გმირთა ვარამიც“ დაწერა და მაგალითად ექცა შთამომავლობას.
ასეთი ადამიანები არიან მარილნი სოფლისა.
აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ლევანის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა განუსვენოს მას, ხოლო მის ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ქრისტეს გზით დაუბრკოლებელი სვლის უნარი.“

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.