ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა.
მინისტრი კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ცენტრის საქმიანობას გაეცნო. ყურადღება გამახვილდა პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, თანამედროვე მკურნალობის მეთოდებსა და ცენტრის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.
მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის მედპერსონალს გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პაციენტზე ორიენტირებული, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2026/09/01/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9a-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%af%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90/
sheniekimi.ge
