ოთხშაბათი, აგვისტო 19, 2026
მთავარიინტერვიუპოლიცისტური საკვერცხის სინდრომი - რატომ არის დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი? - გვესაუბრება პინეოს...

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი – რატომ არის დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი? – გვესაუბრება პინეოს მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი – სოფო კვალიაშვილი

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი – რატომ არის დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი? – გვესაუბრება პინეოს მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი – სოფო კვალიაშვილი

–ქალბატონო სოფო, რა არის პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი და რატომ საუბრობენ მასზე დღეს ასე ხშირად?

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, რომელსაც დღეს უფრო ხშირად პოლიენდოკრინულ-მეტაბოლურ საკვერცხის სინდრომსაც უწოდებენ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევაა. მსოფლიოში ის 10 მილიონზე მეტ ქალს აღენიშნება და მნიშვნელოვნად მოქმედებს როგორც რეპროდუქციულ, ისე ზოგად ჯანმრთელობაზე.

– რა სიმპტომები შეიძლება მიანიშნებდეს ამ სინდრომზე?

ყველაზე ხშირი ნიშნებია არარეგულარული მენსტრუაცია, ოვულაციის არარსებობა, უნაყოფობა,  სხეულზე ჭარბი თმიანობა (ჰირსუტიზმი), აკნე, თმის ცვენა, ასევე ჭარბი წონა და მეტაბოლური დარღვევები. თუმცა, ყველა ქალს ეს სიმპტომები შესაძლოა  ერთდროულად არ აღენიშნებოდეს, რის გამოც დიაგნოსტიკა ხშირად რთულდება და შემთხვევების დიდი ნაწილი დაუდგენელი რჩება.

– როგორ უკავშირდება პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი უნაყოფობას?

ეს სინდრომი ქალის უნაყოფობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია. ანოვულაციით გამოწვეული უნაყოფობის შემთხვევების დაახლოებით 70–85% სწორედ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომთან არის დაკავშირებული. დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა ბევრ ქალს ორსულობის მიღწევის შესაძლებლობას აძლევს.

– რა არის მკურნალობის მთავარი მიზანი?

მკურნალობა ინდივიდუალურად იგეგმება და მისი ძირითადი მიზნებია ჰიპერანდროგენიისა და მისი გამოვლინებების (ჰირსუტიზმი, აკნე, ალოპეცია) შემცირება, მეტაბოლური დარღვევების კორექცია და გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკის შემცირება, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიისა და კიბოს განვითარების რისკის პრევენცია, საჭიროების შემთხვევაში ეფექტური კონტრაცეფციის შერჩევა, ხოლო ორსულობის დაგეგმვისას – ოვულაციის სტიმულაცია და რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენა.

– რას ურჩევდით ქალებს?

თუ გაწუხებთ არარეგულარული მენსტრუაცია, აკნე, ჭარბი თმიანობა, თმის ცვენა ან ორსულობა ერთი წლის განმავლობაში არ დგება, მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს. ადრეული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც ცხოვრების ხარისხს, ისე რეპროდუქციულ ჯანმრთელობას.

 

 

  კვერცხი — რატომ არის ის ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი საკვები ადამიანის კვებაში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights