ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
მთავარისიახლეებისილვიუ დომენტე, ჯანმრთელობის მსოფლო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელი საქართველოში, ასრულებს თავის მისიას შვიდწლიანი...

სილვიუ დომენტე, ჯანმრთელობის მსოფლო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელი საქართველოში, ასრულებს თავის მისიას შვიდწლიანი მოღვაწეობის შემდეგ

ბატონი სილვიუ დომენტე, ჯანმრთელობის მსოფლო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელი საქართველოში, ასრულებს თავის მისიას შვიდწლიანი მოღვაწეობის შემდეგ.

ბ-ნი სილვიუ WHO საქართველოს წარმომადგენლობას სათავეში 2019 წელს ჩაუდგა. მისი მონდომებით, WHO კიდევ უფრო საიმედო პარტნიორი გახდა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სექტორში არსებული პრიორიტეტების გატარებასა და რეფორმების განხორციელებაში უჭერს მხარს.
ბატონი სილვიუს ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მისი მხარდაჭერით:
– ქვეყანაში დაარსდა WHO კოლაბორაციული ცენტრი ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის დარგში;
– გადაიდგა ისტორიული ნაბიჯი, როცა WHO-მ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყანად გამოაცხადა;
– წარმატებით დაინერგა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა;
– განხორციელდა ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მათ შორის, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მიხედვით ჰოსპიტალური გადახდის სისტემისა და ესენციურ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების შემოღება.
2025 წელს, ბატონი სილვიუს ხელშეწყობით, ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის ყოვლისმომცველი რეფორმა დაიწყო, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხისა და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არაგადამდებ დაავადებებთან ბრძოლაში, ციფრული ჯანდაცვისა და ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემების გაძლიერებაში, ტელემედიცინის გაფართოებასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაში.
რაც მთავარია, ბატონი სილვიუ გამორჩეული ადამიანია, კეთილგანწყობილი და კოლეგებისა თუ პარტნიორებისადმი მუდამ პატივისცემით განმსჭვალული. იგი მუდმივად ხელს უწყობს ინოვაციებს და ყოველთვის გვახსენებს რომ თითოეული რეფორმისა თუ პროგრამის მიღმა დგანან ადამიანები, რომელთა ცხოვრების გაუმჯობესებაც ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია.
WHO საქართველოს გუნდის სახელით გვსურს გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ ბატონი სილვიუ დომენტეს მიმართ, გამორჩეული ლიდერობის, დაუღალავი შრომის, ჩვენი გუნდისადმი გამოცხადებული ნდობისა და იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რაც მან საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საქმეში შეიტანა.
* * *
ბატონ სილვიუსთან გამოსამშვიდობებელი საღამო ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში გაიმართა. მადლობას ვუხდით მასპინძლებს და ყველა სტუმარს, ვინც დაგვეხმარა ეს საღამო კიდევ ერთ დაუვიწყარ მოგონებად გვექცია.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ნესტლე 60 ქვეყანაში შხამს ყიდიდა/ყიდის - Nestlé-ს ხელოვნური კვების ზოგიერთ პროდუქტში ცერიუსის ბაცილა ბინდრობს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights