ხუთშაბათი, აგვისტო 6, 2026
მთავარიშენი ექიმი"დიუშენის" კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები მედიკამენტ "ჯივინოსტატით" მკურნალობის დაწყებას სექტემბრიდან შეძლებენ -...

“დიუშენის” კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები მედიკამენტ “ჯივინოსტატით” მკურნალობის დაწყებას სექტემბრიდან შეძლებენ – მოლაპარაკებები დაწყებულია კიდევ ერთი მედიკამენტის შეძენაზე

“დიუშენის” კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები მედიკამენტ “ჯივინოსტატით” მკურნალობის დაწყებას სექტემბრიდან შეძლებენ. მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანიასთან წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებას პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც პრეპარატს შეიძენს და “დიუშენის” სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს. “ჯივინოსტატის” გარდა, საქართველოს ხელისუფლებას მოლაპარაკებები დაწყებული აქვს კიდევ ერთი მედიკამენტის შეძენაზე.

ინოვაციური მედიკამენტის შეძენას წინ რამდენიმე თვიანი აქტიური მოლაპარაკება და მუშაობა უძღოდა. “იტალფარმაკო” ის ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც “ჯივინოსტატის” ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. საქართველოს ხელისუფლებისთვის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ორ მთავარ ფაქტორზე იყო დამოკიდებული – წამლის უსაფრთხოების გარანტია და მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა. საფრთხის მინიმუმამდე დაყვანის შემდეგ კი, ბევრ სახელმწიფოზე გაცილებით უფრო სწრაფად, საქართველო ინოვაციურ პრეპარატს საკუთარ მოქალაქეებს შესთავაზებს.

მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას “დიუშენის” კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლები უპრეცედენტოს უწოდებენ. ამბობენ, რომ მიღებული დაპირება დათქმულ ვადაში შესრულდა. მათ რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ პრემიერ-მინისტრთან, ამის შემდეგ კი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროში. მედიკამენტის შერჩევის პროცესში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.

“დიუშენის” სინდრომის მქონე პაციენტები სახელმწიფოსგან მულტიდისციპლინურ სერვისსაც იღებენ, თუმცა იშვიათი დაავადების მკურნალობაში მედიკამენტის ჩართვას ეფექტიანს უწოდებენ სპეციალისტები. ნევროლოგების შეფასებით, ამ ეტაპზე “ჯივინოსტატი”, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ სხვა პრეპარატებთან შედარებით, ყველაზე მისაღებია. მედიკამენტებით მკურნალობა დაავადების პროგრესირებას აჩერებს და პაციენტების მდგომარეობას აუმჯობესებს.

„ჯივინოსტატი“ ბრიტანეთის მარეგულირებელმა სააგენტომ “დიუშენის” კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის დასაშვებად მაისის ბოლოს ცნო. საქართველოში ის ხელმისაწვდომი უახლოეს ერთ თვეში გახდება. სულ მალე კი, სახელმწიფო პროგრამა უფრო გაფართოვდება და, იშვიათი დაავადების სამკურნალოდ, ქვეყანაში, “ჯივინოსტატის” გარდა, დამატებითი მედიკამენტიც შემოვა.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights