პარასკევი, ივლისი 31, 2026
მთავარიშენი ექიმიItalfarmaco საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას...

Italfarmaco საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანება

იტალიური ფარმაცევტული კომპანია Italfarmaco განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან “ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

პრეპარატი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

კომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემული ავტორიზაციის საფუძველზე, შეთანხმების ფარგლებში „ჯივინოსტატი“ საქართველოში ხელმისაწვდომი გახდება 6 წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობის დაწყების დროს დამოუკიდებლად გადაადგილდებიან და პრეპარატს კორტიკოსტეროიდებთან ერთად მიიღებენ.

Italfarmaco-ს განმარტებით, მართვადი ხელმისაწვდომობის მექანიზმი მიზნად ისახავს საქართველოში შესაბამისი პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტზე წვდომის უზრუნველყოფას და ასახავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მუდმივ ძალისხმევას, იშვიათი დაავადებების სამკურნალო თერაპიების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

Italfarmaco-ში აცხადებენ, რომ სამინისტროსთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, რათა ხელი შეუწყონ პრეპარატის დანერგვის პროცესს და ქვეყნის მასშტაბით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მულტიდისციპლინური სამედიცინო მომსახურების განვითარებას.

„ეს მნიშვნელოვანი ეტაპი ასახავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცე ერთგულებას იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებისადმი, ასევე, ამ პროცესში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საზოგადოებისა და Italfarmaco-ს შორის არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობას“, – განაცხადა Italfarmaco Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანჩესკო დი მარკომ.

მისივე თქმით, კომპანია მიესალმება შეთანხმებას და მადლობას უხდის სამინისტროს იმ პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოძიებისთვის, რომლებიც შესაბამისი პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

„ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, ველით, რომ საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მხარდაჭერის მიმართულებით ძალისხმევას კვლავ გავაგრძელებთ“, – აღნიშნა დი მარკომ.

კომპანიის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილება ეფუძნება EPIDYS-ის III ფაზის მრავალცენტრიანი, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებოკონტროლირებადი კლინიკური კვლევის შედეგებს.

კვლევაში მონაწილეობდა 6 წლისა და უფროსი ასაკის 179 ბიჭი, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილდებოდნენ. ისინი კორტიკოსტეროიდულ თერაპიასთან ერთად დღეში ორჯერ იღებდნენ ან „ჯივინოსტატს“ ან პლაცებოს.

კვლევამ მიაღწია ძირითად მიზანს და აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ოთხსაფეხურიანი კიბის ავლის ტესტის შედეგებში. ასევე, დაფიქსირდა დადებითი შედეგები მეორეხარისხოვანი შეფასების კრიტერიუმებში, მათ შორის North Star Ambulatory Assessment (NSAA)-ისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ცხიმოვანი ინფილტრაციის შეფასების მიმართულებით.

  ზურა სიხარულიძე  მოსახლეობას აფრთხილებს - „არ შეიძლება რომ არ გაგაფრთხილოდ“

კომპანიის ინფორმაციით, „ჯივინოსტატით“ მკურნალობა NSAA-ის მაჩვენებლების გაუარესებას 40%-ით ამცირებდა, რაც მიუთითებს, რომ პრეპარატს დაავადების პროგრესირების შენელების პოტენციალი აქვს.

Italfarmaco-ს ცნობით, „ჯივინოსტატის“ გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო. კვლევის შედეგები 2024 წლის მარტში სამედიცინო ჟურნალ The Lancet Neurology-ში გამოქვეყნდა.

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე ღია გაფართოებული კვლევის (EPIDYS Open-Label Extension) შუალედური ანალიზის მიხედვით, „ჯივინოსტატით“ ნამკურნალებ პაციენტებში დამოუკიდებელი გადაადგილების დაკარგვის მედიანური ასაკი 17,3 წელს შეადგენდა, მაშინ, როდესაც ადრე გამოქვეყნებულ კვლევებში, სადაც პაციენტები მხოლოდ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობდნენ, ეს მაჩვენებელი 11-13,4 წელი იყო.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights