პარასკევი, ივლისი 31, 2026
მთავარისამინისტრო„მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი...

„მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება – მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი“-მიხეილ სარჯველაძე

ეს ერთ-ერთი ის მედიკამენტია, რომელზეც დასაწყისშიც, როდესაც პირველად გაჩნდა საზოგადოებაში ინტერესი და საერთოდ, ეს თემა, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი, პერსპექტიული მედიკამენტი იყო.

მანამდეც და შემდგომაც განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებოდით პროცესს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.

მან აღნიშნული მედიკამენტის გარშემო მიმდინარე პროცესზე ისაუბრა.

„მაგალითად, მაისის ბოლოს, 28 მაისს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, რომელსაც ევროპული სააგენტოს დასტური ჰქონდა, თუმცა, კვლევები კიდევ მიმდინარე იყო.

დიუშენთან დაკავშირებული პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება, ცვლილებაც საკმაოდ ბევრია და ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდება ამ პროცესებს. მაისის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი.

ცოტა უფრო ადრე „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით უარყოფითი იყო საფრანგეთის გადაწყვეტილება და ხარჯის და სარგებლის თანაფარდობაზე იყო ხაზი გასმული. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ივლისში დანიამ სათანადო მტკიცებულებების არქონის გამო უარი განაცხადა და თავი შეიკავა ამ მედიკამენტის დანერგვისგან.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე იმიტომ, რომ საუბარია ძვირადღირებულ მედიკამენტზე, რომელიც მეცნიერებისთვის ჯერ უცნობია, პრაქტიკულად, ახალია. აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გასაგებია სიფრთხილე.

მე ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო იტალიურ მხარეს, რომელთანაც გვქონდა მოლაპარაკებები ამ ხნის განმავლობაში და რომელთანაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ძალიან კარგი, კონსტრუქციული თანამშრომლობა წარიმართა. მათ შორის, მათ ვესაუბრებით, რომ ყველა სიახლესთან დაკავშირებით, რომელიც ამ იმპლემენტაციის პროცესის თანმხლები იქნება, ბუნებრივია, თანამშრომლობის გაგრძელება მოგვიწევს.

ძალიან სწრაფად, აგვისტოშივე გვექნება შესაძლებლობა, რომ იმპლემენტაციის პროცესის განხორციელებაზე ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა. ეს გულისხმობს პროტოკოლების, წესების მომზადებას, სათანადო კლინიკური ბაზის, მონიტორინგის, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც აუცილებელია მედიკამენტების იმპლემენტაციისთვის”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი შეფასებით, სიფრთხილის მიუხედავად, ეს არის გაბედული გადაწყვეტილება.

„ნამდვილად მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება”, – აღნიშნა მინისტრმა.

  ექსპერტი განმარტავს, რატომ არ აქვთ საოპერაციო ოთახებს თეთრი კედლები

დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს – ხელშკრულება გაფორმებულია.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights