ოთხშაბათი, ივლისი 29, 2026
მთავარიშენი ექიმიგიორგი კამკამიძე გვაფრთხილებს! მეტი სიფრთხილეა საჭირო: „შავი ბუზები საქართველოში - შეიცავს სისხლის...

გიორგი კამკამიძე გვაფრთხილებს! მეტი სიფრთხილეა საჭირო: „შავი ბუზები საქართველოში – შეიცავს სისხლის შედედების შემაფერხებელ და ანთების გამომწვევ ნივთიერებებს“

ალერგოლოგ-იუმულოგი, პედიატრი გიორგი კამკამიძე შავი ბუზებისგან ნაკბენისგან გამოწვეული შესაძლო გართულებების შესახებ საუბრობს.

„შავი ბუზები საქართველოში: პატარა მწერი – ძლიერი ალერგიული რეაქცია !
შავი ბუზები, ანუ Simuliidae, ძალიან მცირე ზომის, სისხლმწოვი მწერებია. საქართველოში მათი რამდენიმე სახეობა არის გავრცელებული. განსაკუთრებით გვხვდება ჩქარი მდინარეებისა და ნაკადულების სიახლოვეს.
მეტი სიფრთხილეა საჭირო: მთისა და მთისწინა მდინარის ხეობებში, ტყიან ხევებსა და ნაკადულებთან, ჩანჩქერებისა და სწრაფი დინების მქონე წყლების სიახლოვეს, მდინარისპირა დასასვენებელ და საპიკნიკე ადგილებში. კოღოებისგან განსხვავებით, მათ გასამრავლებლად დამდგარი წყალი არ სჭირდებათ.
საქართველოში ნაკბენის რისკი ყველაზე მაღალი ზუსტად ზაფხულის თვეებშია. შავი ბუზების რაოდენობა ხშირად იზრდება უხვი ნალექისა და მდინარეებში წყლის დონის მატების შემდეგ.
შავი ბუზი კანს უბრალოდ არ ჩხვლეტს. იგი პირის აპარატით კანის ზედაპირს აზიანებს და გამოყოფს ნერწყვს, რომელიც შეიცავს სისხლის შედედების შემაფერხებელ და ანთების გამომწვევ ნივთიერებებს.
ყველაზე ხშირი ალერგიული რეაქციებია: ძლიერი ქავილი და წვის შეგრძნება, მტკივნეული წითელი გამონაყარი; ადგილობრივი შეშუპება და კანის გაცხელება; დიდი ზომის შეწითლებული და შეშუპებული უბანი; წერტილოვანი სისხლჩაქცევები, მოლურჯო-მეწამული ლაქები ან ბუშტუკები. რეაქცია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე, ზოგჯერ კი რამდენიმე კვირაც.
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ე.წ. შავი ბუზის ცხელება: თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება, სისუსტე, გულისრევა, სახსრების ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს გენერალიზებული ჭინჭრის ციება; სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება; ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება; არტერიული წნევის დაცემა; ანაფილაქსია, რომლის დროსაც აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
დაცვისთვის რეკომენდებულია მდინარისა და ნაკადულის სიახლოვეს ღია ფერის, გრძელსახელოებიანი ტანსაცმლისა და გრძელი შარვლის გამოყენება. დაუფარავ კანზე შეიძლება გამოიყენოთ რეგისტრირებული რეპელენტი, რომელიც შეიცავს DEET-ს ან პიკარიდინს, გამოყენების ინსტრუქციის დაცვით.
ნაკბენის ადგილი დაიბანეთ წყლითა და საპნით, გამოიყენეთ ცივი კომპრესი და არ მოიფხანოთ კანი, რადგან დაზიანებულ უბანზე შეიძლება მეორადი ბაქტერიული ინფექცია განვითარდეს. გამოხატული ან/და გახანგრძლივებული რეაქციის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ალერგოლოგს.
!! გვახსოვდეს, რომ ბუზის პატარა ზომა უსაფრთხო ნაკბენს არ ნიშნავს: შავი ბუზის მრავლობითმა ნაკბენმა შეიძლება საკმაოდ ძლიერი ადგილობრივი და ზოგჯერ სისტემური ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს !“ – ამბობს გიორგი კამკამიძე
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  თხილის მოხმარება დაკავშირებულია მამაკაცებში სპერმის ხარისხის გაუმჯობესებასთან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights