კიბოს დამარცხების მაჩვენებელი არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორიც დღესაა.
თუმცა, გადარჩენის შანსებს კვლავაც განსაზღვრავს ის, თუ სად ვცხოვრობთ, რა შემოსავალი გვაქვს და რამდენად სწრაფად მიგვიწვდება ხელი ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე. ეს უთანასწორობა შემთხვევითი როდია – მას სისტემური ხასიათი აქვს.
WHO-ს ახალი ანგარიში „კიბოს გლობალური მდგომარეობის შესახებ 2026“ აღწერს მზარდ და შემაშფოთებელ განსხვავებას: ძუძუსა და ბავშვთა ასაკის კიბოს ახალი შეფასებები აჩვენებს რომ ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 85%-ს აჭარბებს, მაშინ, როცა, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 30%-ზე ნაკლებია.
ბევრი ადამიანი დაბრკოლებას მკურნალობის დაწყებამდე ბევრად ადრე აწყდება, დაგვიანებული დიაგნოსტიკიდან დაწყებული, სპეციალიზებული სერვისების დეფიციტითა და ხელმიუწვდომელი სამედიცინო მომსახურებით დამთავრებული.
კიბოსთან ბრძოლა მხოლოდ უკეთესი მედიკამენტების ან ტექნოლოგიების შექმნა როდია. ეს უფრო ძლიერი და სამართლიანი საზოგადოების შენებას ნიშნავს.

