ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია კვლავაც მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს ბევრი ადამიანისთვის, რაც მათ ხშირად უშლის ხელს დროულად ითხოვონ დახმარება, ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა შეაძლებლობებზე და სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, WHO ევროპის ბიურომ შეიმუშავა მოზაიკური ინსტრუმენტი, რომელშიც მოცემულია პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ სტიგმა და დისკრიმინაცია.
საქართველოში სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებისთვის ამ მოზაიკური ინსტრუმენტის დანერგვის მიზნით WHO საქართველოს ოფისმა, ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისAlliance for Better Mental Health-თან პარტნიორობით სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებმა, ადვოკატებმა, ადამიანებმა პირადი გამოცდილებით და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
მონაწილეებმა იმსჯელეს ადგილობრივ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, შეიმუშავეს პრაქტიკული იდეები და გამოხატეს მზადყოფნა, განავითარონ ეს ინიციატივები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანამშრომლობითი და გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომების მნიშვნელობას სტიგმის შემცირებაში.
ეს ინციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, “მდგრადი ჯანდაცვის სექტორი აღმოსალეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ფარგლებში, რომლის მთავარი მიზანი ჯანდაცვის სისტემების და მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემების გაძლიერება წარმოადგენს.

