ხუთშაბათი, ივნისი 4, 2026
მთავარისამინისტრო„Pathfinding Global Alliance“ გაეროს (UN) ეგიდით შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც 2024 წელს...

„Pathfinding Global Alliance“ გაეროს (UN) ეგიდით შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც 2024 წელს დაფუძნდა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების საკითხებზე მუშაობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე „Pathfinding Global Alliance“-ის კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა.

„Pathfinding Global Alliance“ გაეროს (UN) ეგიდით შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც 2024 წელს დაფუძნდა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების საკითხებზე მუშაობს.

კონფერენცია ჰიბრიდული რეჟიმით მიმდინარეობს და 52 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებენ, ასევე მსჯელობენ ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, დისკუსიები და პრეზენტაციები მოიცავს თემებს: სოციალური და ალტერნატიული ზრუნვა, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება, ბავშვთა დაცვის ინტეგრირებული მომსახურებები, ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოება და ა.შ.

ირინე წაქაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ წარმატებებზე და აღნიშნა, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დახმარება და რეაბილიტაცია სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ნორმები ბავშვთა მიტოვების პრევენციასა და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.
კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას, ირინე წაქაძემ მთავრობის მიერ დამტკიცებულ იმ პროცედურებზეც ისაუბრა, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებს უკავშირდება და ხელს უწყობს უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს 24-საათიანი გადაუდებელი რეაგირების მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევებზე სწრაფ რეაგირებას, ასევე – ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვას.

გარდა ამისა, ზრუნვის სააგენტოში ფუნქციონირებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი (ე.წ. ბარნაჰუსი), რომლის მთავარი მიზანია მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება“, – განაცხადა ირინე წაქაძემ.

„Pathfinding Global Alliance“ -ის კონფერენცია იტალიის ქალაქ ტურინში 4-5 ივნისს იმართება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights