კვირა, მაისი 31, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე: „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირებიდან 20 წლის თავზე, საქართველომ მნიშვნელოვან...

მიხეილ სარჯველაძე: „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირებიდან 20 წლის თავზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც სტანდარტიზებული შეფუთვის დანერგვასა და კანონმდებლობის გამკაცრებაში გამოიხატა“

31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც დარგის ექსპერტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიმდინარე გამოწვევები და მიღწევები განიხილეს.

ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირებიდან 20 წლის თავზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც სტანდარტიზებული შეფუთვის დანერგვასა და კანონმდებლობის გამკაცრებაში გამოიხატა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ფურცელაძემ და აღნიშნა, რომ ცენტრი სამინისტროსთან კოორდინაციით, ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს, რაც თამბაქოს კონტროლის
გაძლიერებას, მოქალაქეების რეალურ მხარდაჭერასა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის
დაცვას ემსახურება.

ღონისძიების ფარგლებში სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

2026 წლის გლობალური კამპანიის მთავარი აქცენტი თამბაქოსა და ნიკოტინზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლაა. 20 წლის წინ საქართველომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) რატიფიცირება მოახდინა.

ჯანმოს უახლესი მონაცემებით, თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. საქართველოში ეს მაჩვენებელი წელიწადში 11 400 გარდაცვლილს აღწევს.

კვლევები ადასტურებს, რომ ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო არ წარმოადგენს თავის დანებების უსაფრთხო საშუალებას, ისინი შეიცავენ ტოქსიკურ, კანცეროგენულ ნივთიერებებსა და მძიმე მეტალებს, რომლებიც იწვევენ ფილტვის ქრონიკულ დაავადებებსა და კიბოს რისკს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კანონმდებლობის გამკაცრების მიმართულებით და ძველი შეფუთვები სრულად ჩანაცვლდა სტანდარტიზებული შეფუთვით.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ვის შეიძლება ჩაუტარდეს იმუნოთერაპია...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights