საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა
მათ პატრიარქთან სამი მოთხოვნა ჰქონდათ, მათ შორის სახელმწიფოსთან შუამდგომლობა და ერთიანი ფონდის შექმნა. დაისახა გეგმა, რომ საპატრიარქო პროცესში ყველა მიმართულებით ჩაერთვება, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მშობლებით, საპატრიარქოს წარმომადგენლებითა და სპეციალისტებით დაკომპლექტდება. ჯგუფს კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან.
„უწმინდესის მხრიდან იყო გახსნილი, ღია და ადამიანური კომუნიკაცია. ყურადღებით მოისმინა ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც ჩვენ გვაქვს. ყველა მიმართულებით შეგვპირდნენ დახმარებას, მხარდაჭერას. საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, შედგება შეხვედრა, შევჯერდებით შემდგომ ნაბიჯებზე და შემდეგ მოხდება ხელისუფლებასთან კომუნიკაცია. პროგრამა, რომელიც ამოქმედდა, ძალიან კარგია“, – განაცხადა მედიასთან კახა წიქარიშვილმა.

