ორშაბათი, მაისი 18, 2026
მთავარიშენი ექიმირა არის ჰანტავირუსი და როგორ ვრცელდება ის? - რა სიმპტომები აქვს ჰანტავირუსს...

რა არის ჰანტავირუსი და როგორ ვრცელდება ის? – რა სიმპტომები აქვს ჰანტავირუსს და რამდენად საშიშია ის?

საკრუიზო გემი, რომელსაც ჰანტავირუსის ეპიდაფეთქება შეეხო, კანარის კუნძულებზე ჩავიდა. MV Hondius-ზე სამი დადასტურებული და ხუთი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსი დაუდასტურდა ჰოლანდიელ ქალს, რომელიც გარდაიცვალა, ბრიტანელ მგზავრს, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია და შვეიცარიის მოქალაქეს, რომელიც ციურიხის საავადმყოფოში მკურნალობს. 

საეჭვო შემთხვევებს შორის არიან: ბრიტანელი მამაკაცი, ეკიპაჟის ნიდერლანდელი წევრი და გერმანიის მოქალაქე. ორი მათგანი ნიდერლანდებში ჩაიყვანეს სამკურნალოდ, ხოლო მესამეს, რომელიც სტაბილურ მდგომარეობაშია, საევაკუაციო ფრენა გადაედო. ჰანტავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა, თუმცა ორ მათგანს სიმპტომები აღენიშნება.

აღნიშნული გემის ორი ბრიტანელი მგზავრი, ვირუსთან შესაძლო კონტაქტის გამო, სახლის პირობებში იზოლაციაში იმყოფება. დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, მათ გემი დატოვეს მოგზაურობის ადრეულ ეტაპზე, როდესაც არგენტინიდან ატლანტის ოკეანის გავლით, კაბო-ვერდეში მიემგზავრებოდნენ და სიმპტომები დღემდე არ გამოვლენიათ.

აშშ-ის ორმა შტატმა – არიზონამ და ჯორჯიამ – BBC-ს დაუდასტურეს, რომ აკვირდებიან სამ მგზავრს, რომელთაც კაბო-ვერდეში ჩასვლამდე დატოვეს გემი და აშშ-ში დაბრუნდნენ. სიმპტომები არცერთ მათგანს აღენიშნება.

დანარჩენები ამჟამად სამედიცინო შემოწმებას გადიან და მათ ეტაპობრივად, ეროვნების მიხედვით, MV Hondius-ის დატოვების უფლება ეძლევათ. ესპანელი და ფრანგი მგზავრების ნაწილი უკვე სამშობლოში დააბრუნეს, ხოლო სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა, თავიანთი მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისები დანიშნეს.

რა არის ჰანტავირუსის ანდების შტამი?

ჰანტავირუსები, რომელთაც სამხრეთ კორეაში მდებარე მდინარის სახელი ჰქვია, აღწერენ ვირუსების ოჯახს და არა ერთ კონკრეტულ დაავადებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, არსებობს 20-ზე მეტი სხვადასხვა ვირუსული სახეობა. გარდა ამისა, თითქმის ყველა მათგანი დაკავშირებულია მღრღნელების, ძირითადად ვირთხებისა და თაგვების მიერ გამომშრალი შარდისა და ექსკრემენტების მეშვეობით გავრცელებულ გადამდებ ინფექციასთან. თუმცა ერთ-ერთი შტამი – ანდების ვირუსი – მიჩნეულია, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადადის, მაგრამ ძალიან იშვიათად. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის ორ მგზავრს დაუდასტურდა –  ბრიტანელ კაცს, რომელიც იოჰანესბურგის საავადმყოფოშია და ნიდერლანდელ ქალს, რომელიც გარდაიცვალა.

  190-ზე მეტი ობიექტის ვეტერინარული კონტროლის შედეგად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5 დარღვევა გამოვლინდა

ანდების შტამი, ძირითადად, არგენტინასა და ჩილეშია გავრცელებული. 2018 წლის ბოლოს არგენტინაში დაფიქსირდა ეპიდაფეთქება, რომლის კვალიც ერთ-ერთი წვეულების სტუმრებამდე მიდიოდა. ვარაუდობენ, რომ ვირუსით დაავადებულმა ერთმა ადამიანმა ინფექცია თავისდაუნებურად სხვებს გადასდო. შედეგად, დადასტურდა 34 შემთხვევა, რომელთაგან 11 ინფიცირებული გარდაიცვალა.

როგორ ვრცელდება ჰანტავირუსი?

როგორც წესი, ჰანტავირუსი ვრცელდება, როდესაც ადამიანები მჭიდრო კონტაქტში შედიან მღრღნელების ექსკრემენტებთან, შარდსა და ნერწყვთან. ეს ჩვეულებრივ ხდება ვირუსის შესუნთქვით, მაგალითად, როდესაც მღრღნელების შარდი და ჰანტავირუსის შემცველი ექსკრემენტები ჰაერში გავრცელდება. ვირუსით დაინფიცირება ასევე შესაძლებელია მღრღნელის, მაგალითად, ვირთხის, ნაკბენით.

ჰანტავირუსის მხოლოდ ერთი შტამია ცნობილი, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება, თუმცა ანდების შტამის შემთხვევაში, ეს ძალიან იშვიათად ხდება. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა მხოლოდ ძალიან ახლო, ხანგრძლივი კონტაქტით ხდება. ჰანტავირუსის გავრცელების გზა განსხვავდება გრიპისგან, რომელიც ხველების ან ცემინების დროს ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. „ჩვენ არ ვსაუბრობთ ძალიან შორ დისტანციაზე შემდგარ შემთხვევით კონტაქტზე“, – განუცხადა ჯანმო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დოქტორ მარია ვან კერხოვემ BBC-ს.

ვირუსს შეუძლია ორი მძიმე დაავადების გამოწვევა. პირველი, ჰანტავირუსით გამოწვეული ფილტვის სინდრომი (HPS), ხშირად იწყება დაღლილობით, სიცხითა და კუნთების ტკივილით, რასაც მოჰყვება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შემცივნება და კუჭის პრობლემები. თუმცა შეიძლება განვითარდეს რესპირატორული სიმპტომი – სუნთქვის გართულება, რის შემდეგაც პაციენტებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დაავადება, რომელსაც იწვევს „ანდების“ შტამი და რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელიც 20-40%-ია. კიდევ ერთი კომპლექსური საკითხია დაავადების ინკუბაციის პერიოდი. კერძოდ, სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ერთიდან რვა კვირამდე პერიოდში.

ჰანტავირუსს შეუძლია მეორე მძიმე დაავადების გამოწვევა და ეს არის ჰემორაგიული ცხელება, რომელსაც ახლავს თირკმლის სინდრომი (HFRS). ის გრიპის მსგავსად იწყება, შეიძლება დააზიანოს თირკმელები და გამოიწვიოს დაბალი არტერიული წნევა, შინაგანი სისხლდენა და თირკმლის მწვავე უკმარისობა.

არსებობს თუ არა ჰანტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი?

ჰანტავირუსული ინფექციების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, მაგრამ დროულმა სამედიცინო დახმარებამ, შესაძლოა, გადარჩენის მაჩვენებელი გააუმჯობესოს. რეკომენდებული მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ჟანგბადის თერაპიას, მექანიკურ ვენტილაციასა და დიალიზსაც კი. მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებს, შესაძლოა, დასჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა. ამ ეტაპზე ფართოდ ხელმისაწვდომი ვაქცინები არ არსებობს. თუმცა, ლოკალურად გავრცელებული შტამების წინააღმდეგ, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში ზოგიერთი მათგანი გამოიყენება.

  ტიპი 1 დიაბეტის შესაძლო განკურნება რეალობას უახლოვდება — ახალი კვლევა ისტორიულ შედეგს აჩვენებს!

ჰანტავირუსული ინფექციის რამდენი შემთხვევაა დაფიქსირებული მსოფლიოში?

ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში, ძირითადად ევროპასა და აზიაში, თირკმლის სინდრომით მიმდინარე ჰემორაგიული ცხელების  (HFRS) დაახლოებით 150 000 შემთხვევა ფიქსირდება. ამ შემთხვევების ნახევარზე მეტი, როგორც წესი, ჩინეთშია. ამერიკის შეერთებული შტატების უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ 1993-დან 2023 წლამდე ქვეყანაში ჰანტავირუსული ინფექციის 890 შემთხვევა დაფიქსირდა.

საკრუიზო გემზე აფეთქებამდე ჰანტავირუსით ინფიცირების შემთხვევა ბოლოს როდის დაფიქსირდა?

2025 წლის თებერვალში, ოსკაროსანი მსახიობის, ჯინ ჰეკმენის მეუღლე ბეტსი არაკავა ჰანტავირუსთან დაკავშირებული სასუნთქი გზების დაავადებით გარდაიცვალა. სამედიცინო მკვლევრები ვარაუდობენ, რომ არაკავა ჰანტავირუსთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული შტამით – HPS-ით დაინფიცირდა, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია. ცნობილი  მსახიობის მეუღლის სახლის დამხმარე შენობებში რამდენიმე მკვდარი მღრღნელი და მათი ბუდეები იპოვეს.

 

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights