ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
მთავარისიახლეებიკახა კალაძე „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამაზე: როცა ადამიანს გადაადგილების შესაძლებლობას უბრუნებ, მას ცხოვრების...

კახა კალაძე „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამაზე: როცა ადამიანს გადაადგილების შესაძლებლობას უბრუნებ, მას ცხოვრების ხარისხს უბრუნდება

თბილისის მერია, სხვა არაერთ პროგრამასთან ერთად, „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში 2 000 000 ლარია გათვალისწინებული.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროგრამის მიზანია, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის ოპერაციული მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

„აღნიშნული მომსახურების დაფინანსება საარჩევნო დაპირება იყო. შესაბამისად, „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამას წელსაც ვახორციელებთ და გათვალისწინებულია ბიუჯეტში. გვინდა, მოქალაქეებს, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, დავეხმაროთ მის მოგვარებაში, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია მომსახურების მისაღებად საგარანტიო წერილს გასცემს და დაფინანსების თანხა შეადგენს არაუმეტეს 6 000 ლარს, ხოლო პაციენტის თანაგადახდა ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრება.

ამასთან, კახა კალაძის ინფორმაციით, მერია არ ზღუდავს მოქალაქეებს და მათ სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევის საშუალებას აძლევს.

„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს, რომელიც საჭირო საბუთებს სპეციალურ ელექტრონულ მოდულში ატვირთავს, ხოლო თუ მოქალაქე კერძო დაზღვევით სარგებლობს, მან ან მისმა წარმომადგენელმა, კერძო სადაზღვევო კომპანიიდან შესაბამისი ცნობა მერიაში უნდა შემოიტანოს.

„ჩვენთვის მთავარი არის ადამიანი, მისი ჯანმრთელობა, მოძრაობის თავისუფლება და ღირსეული ცხოვრება. როცა ადამიანს გადაადგილების შესაძლებლობას უბრუნებ, რეალურად მას ცხოვრების ხარისხს უბრუნებ და ყველანაირად ეხმარები, რადგან ჯანმრთელობას ეს პრობლემა გადაადგილებას ხელს უშლის. ჩვენ ყველას დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ, ვისაც ამის საჭიროება აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  სს "გეფას" განცხადება - „კომპანიას არცერთ ასპექტში არ დაურღვევია კონკურენციის შესახებ კანონი, არ ვეთანხმებით აღნიშნულ დასკვნას“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights