სამშაბათი, მაისი 12, 2026
მთავარიUncategorized„ყველაზე გავრცელებული შეცდომა საკვების სრულად შეწყვეტაა“ - ინგა მამუჩიშვილი მშობლებისთვის მნიშვნელოვან თემაზე...

„ყველაზე გავრცელებული შეცდომა საკვების სრულად შეწყვეტაა“ – ინგა მამუჩიშვილი მშობლებისთვის მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მშობლებისთვის მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს.

„დღეში რამდენჯერ უნდა ჰქონდეს ბავშვს დეფიკაცია, რომ დიარეა ვუწოდოთ?“-სინამდვილეში, დიარეა მხოლოდ „ხშირი კუჭში გასვლა“ არ არის. განსაკუთრებით ჩვილებში, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვს ზოგჯერ დღეში 8-10-ჯერაც შეიძლება ჰქონდეს თხელი განავალი და ეს ნორმის ფარგლებშიც ჯდებოდეს.

დიარეად ითვლება მდგომარეობა, როდესაც ბავშვს განავალი უეცრად უხშირდება, ხდება უფრო წყლიანი, მოცულობით მეტი, ხშირად შეიცავს ლორწოს, ზოგჯერ-სისხლსაც, და თან ერთვის საერთო მდგომარეობის ცვლილება: სისუსტე, მუცლის ტკივილი, ღებინება, ტემპერატურა, მადის დაქვეითება ან გაუწყლოების ნიშნები.

ყველაზე მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ ბავშვის მდგომარეობა… ბავშვი, რომელიც თამაშობს, სვამს სითხეს, აქვს ცრემლი ტირილისას და პირი არ უშრება- ნაკლებად საყურადღებოა, ვიდრე ბავშვი, რომელსაც მხოლოდ რამდენიმეჯერ ჰქონდა ფაღარათი, მაგრამ გახდა მოდუნებული, ძილიანი საკვებსა და სითხეზე უარს ამბობს.

დიარეის დროს მშობლების ყველაზე გავრცელებული შეცდომა საკვების სრულად შეწყვეტაა.

წლების განმავლობაში არსებობდა წარმოდგენა, რომ „კუჭი უნდა დავასვენოთ“, ბავშვი რამდენიმე დღე მხოლოდ ჩაიზე და ორცხობილაზე უნდა იყოს… თუმცა თანამედროვე მიდგომა სრულიად განსხვავებულია.

ბავშვს შიმშილი არ სჭირდება.

ორგანიზმს სწორედ ამ დროს სჭირდება ენერგია ნაწლავის ფუნქციის აღსადგენად…თუ ბავშვი ძუძუთი იკვებება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.უფროს ბავშვებთან რეკომენდებულია ასაკისთვის შესაბამისი, მსუბუქი და ადვილად მოსანელებელი კვება:

ბრინჯი, ბანანი, კარტოფილი, ბოსტნეული, სუპები, მოხარშული ხორცი, მაწონი-ხშირად კარგად გადაიტანება.

რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის სითხის შევსება.

დიარეის დროს ბავშვი კარგავს არა მხოლოდ წყალს, არამედ ელექტროლიტებსაც. ამიტომ ზოგჯერ მხოლოდ წყალი საკმარისი არ არის და საჭიროა ორალური რეჰიდრატაციის ხსნარები. მცირე ულუფებით, მაგრამ ხშირად მიწოდებული სითხე-საუკეთესო დახმარებაა ნაწლავური ინფექციების დროს.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი-ყველა დიარეა ანტიბიოტიკს არ საჭიროებს.

ბავშვთა ასაკში დიარეების დიდი ნაწილი ვირუსულია და ანტიბიოტიკი უფრო მეტად აზიანებს ნაწლავის ბუნებრივ მიკროფლორას, ვიდრე ეხმარება.

როდის გვჭირდება ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა?

  მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ COVID-19-ის შემდეგ ბავშვებს ჯანმრთელობის მომატებული რისკები ემუქრებათ

თუ ბავშვი ვერ სვამს სითხეს, აქვს ძლიერი ძილიანობა, პირის გამოშრობა, ჩაცვენილი თვალები, სისხლიანი განავალი, ძლიერი მუცლის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა ან ასაკით ძალიან პატარაა-შეფასება აუცილებელია.

დიარეა ბავშვთა ასაკში ხშირია და უმეტეს შემთხვევაში სწორ მოვლას კარგად ექვემდებარება,ხოლო ყურადღება, სითხე და მოთმინება-მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალებია“,- წერს ექიმი.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights