საკრუიზო ლაინერი, რომელზეც ჰანტავირუსით მგზავრის გარდაცვალება დაფიქსირდა, კანარის კუნძულებზე, ტენერიფეში ჩავიდა.
გრანადილის პორტში 100-ზე მეტი ადამიანის ნაპირზე გადასაყვანად და რეპატრიაციისთვის ინტენსიური მზადება მიმდინარეობს. მგზავრების ხმელეთზე გადმოყვანამდე ხომალდზე სამედიცინო ჯგუფები ავლენ, რათა ყველა ადამიანი ვირუსის ნიშნებზე შეამოწმონ.
ბოლო ინფორმაციით, სიმპტომები არავის აღენიშნება. გემის გარშემო ერთი საზღვაო მილის მანძილზე უსაფრთხოების პერიმეტრი იქნება დაცული. ვირუსის იშვიათი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიმდინარე ოპერაციაში 23 ქვეყანაა ჩართული.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. ესპანეთმა დაიწყო მგზავრების ევაკუაცია ლაინერიდან, რომელზეც ჰანტავირუსი დაფიქსირდა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2026/05/10/%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94/
sheniekimi.ge
