კვირა, მაისი 10, 2026
მთავარისამინისტრო„აუცილებელია პაციენტებსა და საზოგადოებას ინფორმაცია სწორად და პასუხისმგებლობით მიეწოდოს -ჯივინოსტატზე მე მაქვს...

„აუცილებელია პაციენტებსა და საზოგადოებას ინფორმაცია სწორად და პასუხისმგებლობით მიეწოდოს -ჯივინოსტატზე მე მაქვს ნათქვამი, რომ ყველაზე იმედისმომცემია. რაც შეეხება ე.წ. ეგზონის ამოგდებას და ელევიდისს – დღეს პრაქტიკულად მთელი ევროპა შეთანხმებულია, რომ ეს პრეპარატები არ არის ფართო გამოყენებისთვის დამტკიცებული და არცერთი სახელმწიფო მათ არ იყენებს, როგორც სტანდარტულ თერაპიას“ – მიხეილ სარჯველაძე

„კვლევის რეჟიმში ეს მედიკამენტები ევროპულ ზოგიერთ სახელმწიფოში არის ხელმისაწვდომი, მაგრამ სახელმწიფო რომ აფინანსებდეს, ეს ახლა იწყება რეალურად, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ახალ პრეპარატებთან დაკავშირებით, მინისტრმა განმარტა, რომ კლინიკური კვლევების პროცესს, როგორც წესი, თავად ფარმაცევტული კომპანიები წარმართავენ და არა სახელმწიფოები. მისივე თქმით, სხვადასხვა მედიკამენტის შესახებ საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება
მუდმივად ვითარდება, რაც ასევე ასახავს იმ პროცესს – რომელი სახელმწიფო რა ეტაპზეა დაფინანსების ან გამოყენების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„სულ არის რამდენიმე მედიკამენტი. ვამოროლონი – ეს არის კორტიკოსტეროიდი, ახლად გამოგონილი კორტიკოსტეროიდია და ამასთან დაკავშირებითაც არის გარკვეული დაკვირვების საჭიროება; ჯივინოსტატი – ამაზე მე მაქვს ნათქვამი, რომ ყველაზე იმედისმომცემია, რადგან FDA-საც აქვს შეფასებული, EMA-საც და ევროპული ქვეყნები გადაწყვეტილებამდე ახლოს არიან. რაც შეეხება ე.წ. ეგზონის ამოგდებას და ელევიდისს
– დღეს პრაქტიკულად მთელი ევროპა შეთანხმებულია, რომ ეს პრეპარატები არ არის ფართო გამოყენებისთვის დამტკიცებული და არცერთი სახელმწიფო მათ არ იყენებს, როგორც სტანდარტულ თერაპიას“ – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, აუცილებელია პაციენტებსა და საზოგადოებას ინფორმაცია სწორად და პასუხისმგებლობით მიეწოდოს. „არ შეიძლება ამ თემით სპეკულირება. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ვამბობთ, თითქოს რომელიმე ქვეყანაში უკვე ხელმისაწვდომია ან სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული – ეს უნდა იყოს ზუსტი ინფორმაცია, ამიტომ თხოვნა მაქვს და მოგიწოდებთ კიდეც, რომ ზედმიწევნით ფრთხილად ვიყოთ, ნუ ვცდილობთ ვინმესემოციებზე თამაშს – ამან შეიძლება მოკლევადიანად ვინმეს პოლიტიკური დივიდენდი მოუტანოს ან არ მოუტანოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს არ არის თემა, სადაც შეიძლება პოლიტიკური დივიდენდების ძიება. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა. როდესაც ვამბობთ, რომ რომელიმე ქვეყანაში პრეპარატი ხელმისაწვდომია, ბუნებრივია, სრული პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რომ ეს ნამდვილად ასეა და სახელმწიფო პროგრამებშია ჩართული. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ყველას მიმართ – მათ შორის, იმ გულშემატკივრობიდან გამომდინარე, რაც პაციენტების მიმართ მაქვს – არაფრის დიდებით არ შეიძლება ვინმეს შეცდომაში შეყვანა“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

  „საკანონმდებლო პაკეტი ეხება სისხლის დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობის თვისობრივად ახალ მოდელზე გადასვლას“ - „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights