ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
მთავარისამინისტროასეულობით ბენეფიციარს ჩაუტარდა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული კიბოს, B და C ჰეპატიტის,...

ასეულობით ბენეფიციარს ჩაუტარდა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული კიბოს, B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის, ჰიპერტენზიისა და გლუკოზის სკრინინგი – სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მონაწილეობდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კომისიის წევრებმა ეთნიკური უმცირესობების მიმართ მოქმედი, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2025 წელს შესრულებული საქმიანობის ძირითადი შედეგები განიხილეს.

სტრატეგიის ფარგლებში დასახული ამოცანების შესასრულებლად დაგეგმილი აქტივობების განხორციელების მიმართულებით სამოქმედო გეგმის შემაჯამებელ ანგარიშში ხაზგასმულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა მაღალი მაჩვენებლები, რომელთა წინაპირობებს წარმოადგენდა: ფართომასშტაბიანი საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესახებ ეთნიკური უმცირესობების ენებზე საინფორმაციო შეხვედრები ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული და გავრცელებული ბროშურები და საინფორმაციო მასალები, დამზადებული ვიდეორგოლები, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის თარგმანი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, ასევე – ორგანიზებული სკრინინგის აქციები, რომელთა ფარგლებშიც ასეულობით ბენეფიციარს ჩაუტარდა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული კიბოს, B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის, ჰიპერტენზიისა და გლუკოზის სკრინინგი; სპეციალური მოდულების შექმნა სამუშაოს მაძიებლებისთვის, რაც ეთნიკურ უმცირესობებს საშუალებას აძლევს, დარეგისტრირდნენ სისტემაში და მიიღონ ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მშობლიურ ენაზე და სხვ.

როგორც წლიურ ანგარიშშია ნათქვამი, 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს სოციალური მხარდაჭერა გაღრმავდა ჯანდაცვის კომპონენტით და მომსახურების ადგილზე მიწოდება უფრო ინტენსიური გახდა.

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სხდომაზე დეტალურად ისაუბრა განხორციელებული პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ სხვა ხელშესახებ შედეგებზეც, ასევე – ჯერ კიდევ არსებულ საჭიროებებზე, განხილულ იქნა სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „რა წამსაც გაფორმდება ახალი ნორმატივები, იმ ონკოპაციენტებს, რომლებსაც უკვე ამოწურული ჰქონდათ 25 000-ლარიანი ლიმიტი, ახალი რეჟიმით ექნებათ ამ ლიმიტით სარგებლობის შესაძლებლობა“-მიხეილ სარჯველაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights