ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
მთავარიშენი ექიმი„უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი არ სუნთქავდა და პულსი არ ესინჯებოდა“ - ექიმების...

„უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი არ სუნთქავდა და პულსი არ ესინჯებოდა“ – ექიმების კოორდინირებულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, პაციენტის გულის მუშაობა კვლავ აღდგა

თბილისის ერთ-ერთ უბანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ახალგაზრდა მამაკაცმა მოულოდნელად გონება დაკარგა.

შემთხვევის ადგილზე მისულ თბილისის მე-5 რაიონული სამსახურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1709 ბრიგადას მძიმე სურათი დახვდა -უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი არ სუნთქავდა და პულსი არ ესინჯებოდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი – “შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ აქვეყნებს.
როგორც თვითმხილველებისგან გაირკვა, სამსახურში მიმავალმა ახალგაზრდა მამაკაცმა გაჩერებაზე მოულოდნელად გონება დაკარგა.
ბრიგადის წევრების მიერ პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია და მონიტორზე დაფიქსირებული პარკუჭოვანი
ექიმი ლელა ჩუბინიძე იხსენებს, რომ დეფიბრილაციის შემდეგ პაციენტს სუნთქვა და გულის მუშაობა წამიერად აღდგა, თუმცა მალევე განმეორდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია და ბრიგადის წევრების მიერ უწყვეტ რეჟიმში გაგრძელებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაცული ღონისძიებების შედეგად, დაახლოებით 45 წუთში მოხერხდა გულის მუშაობის აღდგენა და ბრიგადამ პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დაიწყო.
ჰოსპიტალიზაციის პერიოდში პაციენტის მდგომარეობა ისევ გაუარესდა და კლინიკის ეზოში შეყვანისას გულის გაჩერება კიდევ ერთხელ დაფიქსირდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადის და კლინიკის ექიმების კოორდინირებულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, პაციენტის გულის მუშაობა კვლავ აღდგა და მისი მკურნალობა გაგრძელდა კლინიკაში.
ექიმმა ლელა ჩუბინიძემ რამდენჯერმე მოიკითხა მის მიერ გადარჩენილი პაციენტი. ამჟამად ახალგაზრდა მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდანაც გაეწერა.
ექიმი ლელა ჩუბინიძე უკვე 20 წელზე მეტია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმია და ამ ხნის განმავლობაში არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „რომ წარმოგადგენინოთ რამხელა აბსურდში გამყოფებენ რაღაცა რჯულის პერსონაჟები რომლებსაც უამრავს ხვდებით სქროლვისას, ერთ მაგალითს მოგიყვანთ...“ -გასტროენტეროლოგი, ჯაბა ზარქუა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights