შაბათი, აპრილი 25, 2026
მთავარისამინისტრო„ამორალურია, როდესაც არასწორი შთაბეჭდილებების შექმნა ხდება მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურად ან, გნებავთ,...

„ამორალურია, როდესაც არასწორი შთაბეჭდილებების შექმნა ხდება მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურად ან, გნებავთ, კომერციულად, ეს ვინმესთვის საინტერესოა – მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობის საკითხზე“

“მე კარგად მესმის ემოციური მდგომარეობისა, რომელშიც არიან პაციენტები და ოჯახის წევრები, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები განწყობილი შემგუებლურად იმ პოლიტიკოსების, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიმართ, რომლებიც ან განზრახ, შეგნებულად ავრცელებენ მცდარ განცხადებებს, ან დილეტანტიზმთან გვაქვს საქმე,” – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ “რუსთავი 2-ის” გადაცემა “ღამის კურიერში” დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების მოთხოვნასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, ამორალურია, როდესაც აღნიშნულ თემაზე არასწორი შთაბეჭდილებების შექმნა პოლიტიკური ან კომერციული ინტერესების გამო ხდება.

“ეს სამწუხარო რეალობაა, როდესაც გაუაზრებლად, მაგრამ იმავდროულად, ძალიან უპასუხისმგებლოდ აკეთებენ განცხადებებს. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, რაც არ უნდა მწვავე იყოს ის, არ მექნებოდა ეს დამოკიდებულება, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – საუბარია მედიკამენტებზე. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, აღინიშნოს – თუნდაც ეთიკური და მორალური თვალსაზრისით, აბსოლუტურად ამორალურია, როდესაც არასწორი შთაბეჭდილებების შექმნა ხდება მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურად ან, გნებავთ, კომერციულად, ეს ვინმესთვის საინტერესოა,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები აქციებს მართავენ სიცოცხლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ძვირადღირებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მოთხოვნით. მათი შეფასებით, ყოველი დაგვიანებული დღე პირდაპირ აისახება ბავშვების მდგომარეობაზე და ზოგ შემთხვევაში, შეუქცევადი პროგრესირების რისკს ზრდის.

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დადასტურებული დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ახალი პრეპარატების ეფექტიანობა და მათი უსაფრთხოება. მათივე განცხადებით, გადაწყვეტილებების მიღება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას და საერთაშორისო სტანდარტებს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ნებისმიერი დაფინანსებული მკურნალობა იყოს უსაფრთხო, ეფექტიანი და გრძელვადიანად გამართლებული.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ვიდეო - „საშინელი ვიდეოები სამედიცინო მარაგების საწყობიდან — სიბინძურე, მტვერი და სრული უპასუხისმგებლობა!“-გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights