კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო პასუხი გვქონდეს და იმედი მაქვს, ეს იქნება ისეთი პასუხი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ვთქვათ, რომ წამალი არის რეალურად უსაფრთხო და სარგებლიანი, – განუცხადა „ქრონიკას“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სინდრომის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.
„უკლებლივ ყველა მედიკამენტთან დაკავშირებით, რომელიც მოთხოვნის საგანია, ვთქვით, თუ რა იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვა. ისეთი, რომელიც უკავშირდებოდა ან წამლის უსაფრთხოებას, ან წამლის კრიტიკულად მცირე ეფექტიანობას, პრაქტიკულად უფუნქციობას, მიუხედავად მათი ფასისას და ა.შ. მთავარია ორი ფაქტორი – უსაფრთხოება და ეფექტიანობა.
მგონი ყველასთვის ნათელი იყო, რომ უკლებლივ ყველა მედიკამენტზე ვისაუბრეთ. ამაზე შეგვიძლია მსჯელობაც გავაგრძელოთ და აბსოლუტურად სრულფასოვნად მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას იმის შესახებ, თითოეულ მედიკამენტთან დაკავშირებით რა კონკრეტული კითხვები არსებობს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო პასუხი გვქონდეს და იმედი მაქვს, ეს იქნება ისეთი პასუხი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ვთქვათ, რომ წამალი არის რეალურად უსაფრთხო და სარგებლიანი. ამის შემდეგ მარტივად მიიღება გადაწყვეტილება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

