იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის სინდრომის პაციენტებისთვის ამბულატორიული, სტაციონარული და კვლევითი მომსახურება ფართოვდება.
ცვლილებათა პროექტი საქართველოს მთავრობას უკვე გადაეგზავნა.
რაც შეეხება ამ დაავადების მქონე პაციენტების ოჯახების მიერ მოთხოვნილ მედიკამენტებს, ისინი მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს, რამაც მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებს, მათ შორის ამერიკულ თუ ევროპულ წამლის სააგენტოებს მასზე უარი ათქმევინა.
საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება საქართველოც.
ვრცლად რატი მეტრეველის რეპორტაჟში.

